უცხოეთი
პუტინი: რუსეთმა იცის რა საფრთხის წინაშე დგას

 საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა, როგორც არაერთხელ მომხდარა ისტორიაში, კიდევ ერთხელ გადაუკეტა გზა მათ, ვისაც მსოფლიო ბატონობის წყურვილი კლავს

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. სუვერენული და ძლიერი რუსეთის გარეშე მტკიცე მსოფლიო წესრიგი შეუძლებელია და რუსეთის ბრძოლა მისი სუვერენიტეტისთვის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ხასიათისაა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის სახალხო კრების პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

„სუვერენული, ძლიერი რუსეთის გარეშე შეუძლებელია მტკიცე სტაბილური მსოფლიო წესრიგი“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანამ იცის, რა საფრთხის წინაშე დგას - რუსეთმა გზა გადაუკეტა მათ, ვინც დარწმუნებულია თავის გამორჩეულობაში და მსოფლიო ბატონობის წყურვილი კლავს. უფრო მეტიც, „ჩვენ ვიბრძვით არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მთელი მსოფლიოს თავისუფლებისთვის“, ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.

„ეს ბრძოლა სუვერენიტეტისთვის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ხასიათისაა - ქვეყანა იცავს უმაღლეს ისტორიულ უფლებას, იყოს რუსეთი, განაცხადა პუტინმა.

რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის თქმით, დასავლეთს არ სჭირდება მრავალეროვანი რუსეთი, ამიტომაც მის წინააღმდეგ წამოწყებული რუსოფობიისა და რასიზმის ყველა ფორმა მიმართულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ხალხის წინააღმდეგ, და იმეორებენ ერთიდაიგივეს „რუსეთი ერების ციხეა, თავად რუსები კი მონების ხალხია“.

„დღეს რუსოფობია, რასიზმისა და ნეონაციზმის სხვა ფორმები დასავლური მმართველი ელიტების თითქმის ოფიციალურ იდეოლოგიად იქცა. ისინი მიმართულია არა მხოლოდ რუსების, არამედ რუსეთის ყველა ხალხის: თათრების, ჩეჩნების, ავარების, ბაშკირების, ბურიატების, იაკუტების, ოსების, ებრაელების, ინგუშების წინააღმდეგ. ჩვენ ბევრი ვართ, ახლა ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ვიმეორებ, ეს არის რუსეთის ყველა ხალხის წინააღმდეგ მიმართული“, - განაცხადა პუტინმა.

თუმცა, როგორც რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, ეთნიკური ან რელიგიათაშორისი კონფლიქტის გამოწვევის მიზნით ნებისმიერი გარე ჩარევა კრემლში განიხილება, როგორც აგრესიული ქმედება რუსეთის წინააღმდეგ, მისი გამოწვევის მცდელობა „ტერორიზმითა და ექსტრემიზმით" და, პუტინის თქმით, ამას საპასუხო რეაქცია მოყვება.

პუტინის თქმით, რუსების და რუსეთის სხვა ხალხების განვითარება მხოლოდ სუვერენული რუსეთის მიერ შეიძლება იყოს გარანტირებული.

sputnik-georgia.com