პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: რაში დასჭირდა ზურბაბიშვილს რუსეთის ქართული დიასპორის ხმები

    როგორ მოხდა ისე, რომ სალომე ზურაბიშვილი - „კოჭლი იხვი“ თავისი პრეზიდენტობის პირველივე დღიდან, თანაც ორივე ფეხით! - მოულოდნელად პოპულარულ პოლიტიკურ ფიგურაიქცა? ეს შესაძლებელი გახდა რამდენიმე მიზეზის გამო:

- უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ საქართველოში ნამდვილი პოლიტიკოსების მწვავე დეფიციტია და, როგორც ცნობილია, უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენ;

- მეორე მიზეზი ისაა, რომ ზურაბიშვილი ორმაგი აგენტია: ის უსიტყვოდ სრულებს საქართველოში აშშ-ის ელჩის წვრილმან დავალებებს, სწორედ ახალი ელჩის მეშვეობით უბრძანეს მას გააქტიურება, რადგან საქართველოში ოპოზიცია “ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული” (ივანიშვილმა მიცემული პირობა შეასრულა - 2024 წლის არჩევნების წინ სააკაშვილის პარტია სულს ღაფავს, ხოლო სააკაშვილიპოლიტიკაში რეანიმირება ვერ მოხერხდა); მაგრამ ამავე დროს, სალომე, რომელსაც ეთნიკურად რუსული ფესვები აქვს, მარიონეტი ივანიშვილის ხელში და ასრულებს მისთვის დაწერილ როლს, რასაც ხშირად თავადაც არ ეჭვობ.

მაგალითად, დღეს ბნელი წარსულის მქონე პარიზელმა წამოჭრა საკითხი, რომელსაც მუდმივად ვსვამ ჩემს პუბლიკაციებში - ქართველემიგრანტებისთვის საქართველოში არჩევნებზე ხმის მიცემის უფლების მინიჭება. რაკიღა საარჩევნო უბნები იხსნება მთელ მსოფლიოში, სადაც არანაკლებ 50 ქართველისა ცხოვრობს - რუსეთის გამოკლებით, სადაც ცხოვრობს ყველაზე მრავალრიცხოვანი - მილიონიანი ქართული დიასპორა (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ ხსნის ამ გამოცანას“, მიუხედავად წერილობითი მოთხოვნისა, რომელსაც საქინფორმი უგზავნის ყოველი არჩევნების წინ), გამოდის, რომ საქართველოს პრეზიდენტი იცავს რუსეთში მყოფი ქართველების უხეშად დარღვეულ უფლებებს, რასაც აშშ-ს საელჩო ნამდვილად არ დაავალებდა... თავად მას ამისგან არავითარი სარგებელი არ აქვს, რადგან რუსეთის ქართული დიასპორა ხმას მისცემს არა ზურაბიშვილს, არამედ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც უალტერნატივოდ მშვიდობიანად აწესრიგებს რუსეთან დაკავშირებულ საკითხებს.

მანამდე კი ზურაბიშვილმა არანაკლებ მტკივნეული საკითხი დააყენა – რატომ ეუბნება უარს საქართველო, სადაც მუდმივად მხოლოდ მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე ადამიანებს, რომლებმაც ადრე რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს. უფრო სწორად, საქართველოს სახელით უარს უცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც მიმართავს იუსტიციის სამინისტრო, და საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ამ უარის გაუქმება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია - ანუ სალომე ზურაბიშვილს, თუ მას საჩივრით მიმართავს მოქალაქე, რომელსაც სამშობლოს მეორედ ართმევენ! მაგრამ რუსეთის ქართველები, როგორც წესი, არ აპროტესტებენ სუს-ის გადაწყვეტილებას - საქართველოს ანტირუსული პრეზიდენტის სამართლიანობის იმედი მათ არ აქვთ.

   ნახეთ, რა ხდება: დღეს, რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებისას, რუსეთი არ მოითხოვს საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას, შესაბამისად, საქართველო, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისას, „თვალს ხუჭავს“ მოქალაქის რუსეთის მოქალაქეობაზე, ანუ რუსეთი და საქართველო პრაქტიკულად შეთანხმდნენ ორმაგ მოქალაქეობაზე. იმავდროულად, მოქალაქეობა წართმეულ ქართველებს სამშობლოში დაბრუნების უფლება პრაქტიკულად არ აქვთ, თუმცა 2022 წელს საქართველოში 42 ათასი ადამიანი დაიბადა, 49 ათასი კი გარდაიცვალა, 26 ათასი დაქორწინებული წყვილიდან 14 ათასი განქორწინდა, 2010 წლიდან 2022 წლამდე კი საქართველო 1 მილიონმა მოქალაქემ დატოვა (არტო 2022 წელს -125 ათასმა), საიდანაც ნახევარზე მეტი რუსეთში წავიდა.

იმის გათვალისწინებით, რომ 1991 წლიდან, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, 2010 წლამდე 5-მილიონიან ქვეყანაში დაახლოვებით 2 მილიონ 200 ათასი მოქალაქე რჩებოდა (არაქართველების ემიგრაციის გამო, რომლებიც ეროვნულნიშნით შევიწროება იგრძნეს, ასევე ქართველების - უმუშევრობის მიზეზით, რუსეთთან ომებისა და აფხაზეთისდა სამაჩაბლოს დაკარგვის გამო - აფხაზი და ოსი ეროვნების მოქალაქეების დაკარგვის მიზეზით, 2019 წელს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიღების გამო და ა.შ.), მაშინ დღეს (თუ 2,2 მილიონს კიდევ 1 მილიონგამოაკლებთ) საქართველოში 1 მილიონ 200 ათასი მოქალაქეა, რომელთაგან დაახლოვებით 500 ათასი არაქართველია. ამგვარად, მოსახლეობის რიცხოვნობით საქართველო თანდათან ბრუნდება გიორგიევსკიტრაქტატის ხელმოწერამდე არსებულ მდგომარეობაში.

ისმის კითხვა: რატომ ჩაუგდო ხელში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თავის მტერს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ისეთი მომგებიანი პიარ-კოზირები, რომლითაც მმართველპარტია უცხოეთში მცხოვრებ მილიონზე მეტი ქართველის ხმაიიღებდა?

მიზეზი მხოლოდ ის კი არ არის, რომ „ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებიდან მოიკოჭლბდა პიარის კუთხით, თანაც - ორივე ფეხზე. ნამდვილი მიზეზი ის არის, რომ ხელისუფლებას, რომელსაც ოპოზიცია და დასავლეთიკრემლტურს" უწოდებს, ეშინია რუსეთში მცხოვრები ქართველებისთვის ხმის უფლების მინიჭების საკითხის წამოჭრის, ასევე საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისაკითხის დაყენების რუსეთში მცხოვრები ქართველებისთვის, რომლებიც სუს-მა, რომელსაც აშშ-საელჩო აკონტროლებს, მიაკუთვნა „საქართველოსთვის არაკეთილსაიმედო, პოტენციური საფრთხის შემცველთა“ რიცხვს, ანუ პრაქტიკულად კრძალა ქვეყანაში შემოსვლა. ხელისუფლება მსგავს საკითხებს ვერ დააყენებს, სულ მცირე, 15 დეკემბრამდე, როცა ევროსაბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს. შესაძლოა, შემდეგ, როცა სტატუსს ჯიბეში ჩაიდებს, საქართველოს მთავრობა დაკავდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებით, დიპურთიერთობების აღდგენით, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა.

აი საქართველოს პროდასავლურ პრეზიდენტს - რუსეთის აღიარებულ მტერს, სალომე ზურაბიშვილს - არ ეკრძალება მსგავსი კითხვების დასმა, რადგან ოპოზიციადა დასავლეთდღეს თავში არ მოუვა მისდადანაშაულებაზე მოსკოვისადმი სიმპათიაში! ამიტომაც გააჟღერა ბიძინა ივანიშვილმა ეს ინიციატივები არა სახელისუგლებო პარტიის ლიდერების, არამედ თავისი მარიონეტის - პრეზიდენტ ზურაბიშვილის პირით! რა მნიშვნელობა აქვს ვიერგება დაფნის გვირგვინი მოგვიანებით – მე თუ ზურაბიშვილს? მთავარია, სამართალმა პური ჭამოს“ და გაკეთდეკეთილი საქმე ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც ამას საქართველოს ეროვნული ინტერესები მოითხოვს!“, - მიაჩნია ფილანტროპ ივანიშვილს, რომელიც წლების განმავლობაში ქველმოქმედებას ინკოგნიტოდ ეწეოდა. ისევე, როგორც პოლიტიკას.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2023 წლის 30 ნოემბერი
საქართველო, თბილისი