უცხოეთი
მარია ზახაროვა: სერგეი ლავროვთან ორმხრივი შეხვედრების გამართვის შესახებ ბევრი მოთხოვნაა

 საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. სერგეი ლავროვთან ორმხრივი შეხვედრების გამართვის შესახებ ბევრი მოთხოვნაა, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„შემიძლია დავადასტურო, რომ ორმხრივი შეხვედრების გამართვის შესახებ ბევრი მოთხოვნაა“, - განაცხადა ზახაროვამ.

სავარაუდოდ, სერგეი ლავროვი ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც 30 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე გაიმართება, დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს, უკრაინამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ლიეტუვამ სკოპიეში გასამართ ეუთოს მინისტერიალს, ლავროვის შესაძლო მონაწილეობის გამო, ბოიკოტი გამოუცხადეს.