პოლიტიკა
პაველ ჰერჩინსკი: ჩვენთვის დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დემოკრატიის აყვავებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას

 საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. ჩვენთვის დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დემოკრატიის აყვავებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საქმე ეხება არა სახელებს, არამედ დემოკრატიის ხელშემწყობ სისტემასა და გარემოს.

ჩვენთვის დეოლიგარქიზაცია ნიშნავს შესაფერისი გარემოს შექმნას, დემოკრატიის აყვავებისთვის პირობების შექმნას და მდიდარი ბიზნესმენების პოლიტიკურ ცხოვრებაზე გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილებას. ასე რომ, ჩვენი, ევროპული გადმოსახედიდან, საქმე ეხება არა სახელებს, არამედ დემოკრატიული განვითარების ხელშემწყობ სისტემასა და გარემოს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.