პოლიტიკა
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებით მიღებულ კანონს მიესალმებიან

euro-unionროგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩ ფილიპ დიმიტროვის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების სახელით გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელები მიესალმებიან სამოქალაქო კოდექსში შეტანილ და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ცვლილებებს, რომელიც რელიგიური კონფესიების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირებას ეხება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რწმენის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლება და მთავარი ევროპული ღირებულებაა. „ჩვენ მივესალმებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციასაც, რომელიც მხარს უჭერს კანონის წინაშე ყველა რელიგიური აღმსარებლობის თანასწორობას, რაც წმიდა სინოდის დადგენილებაშია ასახული“, – აღნიშნულია დიმიტროვის განცხადებაში.

 

საქინფორმი