პუბლიკაციები
ჩინეთის ელჩი: როგორც სტრატეგიული პარტნიორი, ჩინეთი ყოველთვის მოწოდებულია, დაეხმაროს საქართველოს

 საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ჩინეთი ყოველთვის მოწოდებულია, დაეხმაროს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებისთვის.

ჩვენ უზრუნველვყავით ქალაქ გორისთვის ფინანსური დახმარება, რათა გაუმჯობესდეს სოციალური სახის აღჭურვილობა ქალაქის ირგვლივ და სოფლებში. სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ საქართველოს მთავრობის დახმარება, განავითაროს ადგილობრივი სოციალური და ეკონომიკური სახის აღჭურვილობა, ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ ასევე გვსურს, ვაჩვენოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ეს არის ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების საფუძველი. ასევე, მსურს, აღვნიშნო, რომ კოვიდის დროს ჩინეთმა უზრუნველყო 200 000-ზე მეტი ვაქცინა საქართველოსთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის. ამ დროს აშშ და ევროპის ქვეყნები ვაქცინების ექსპორტს კრძალავდნენ. ასევე, ჩინეთმა საქართველოს მთავრობას კოვიდის დროს მიაწოდა 1.5 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარება, მათ შორის, ნიღბები და ვენტილატორები კოვიდის შედეგების დაძლევის, ეკონომიკის გადატვირთვის მიზნით. როგორც სტრატეგიული პარტნიორი, ჩინეთი ყოველთვის მოწოდებულია, დაეხმაროს საქართველოს მისი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.