პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: სანამ საქართველო რუსეთთან ურთიერთობას არ მოაგვარებს, მხოლოდ აზერბაიჯანის იმედი შეუძლია ჰქონდეს

   ქართველებს ერთმანეთთან მაგალითად ყოველთვის სომხეთი მოჰყავდათ - აქაოდა, ჭკვიანები არიან სომხები, სანამ ჩვენ აქ ერთმანეთს ვხოცავთ, რუსეთთან მეგობრობენ და სადარდებელიც არაფერი აქვთ - რუსული ბაზა იცავს, რუსეთი სასაცილო ფასად გაზით ამარაგებს და სომხურ პროდუქციას ყიდულობს, ამასთან, აზერბაიჯანის ნაწილიც მიისაკუთრეს ყარაბაღთან ერთად!

   დღეს ცოტა შვება ვიგრძენი - აღმოჩნდა, რომ სომხები, რომლებმაც ფაშინიანი თავზე დაისვეს, უფრო ჭკვიანი როდი აღმოჩნდნენ ჩვენზე, ქართველებზე, რომლებმაც 20 წლის წინ სააკაშვილი თავზე დავისვით. უფრო სულელებიც კი გამოდიან, რადგან არ გაითვალისწინეს ჩვენი შეცდომები და ის, თუ რა შედეგები მოჰყვა მათ საქართველოსთვის. შედეგად, სომხები გაიქცნენ ყარაბაღიდან, მაგრამ კვლავ არ გამოიტანეს დასკვნები თავიანთი საბედისწერო შეცდომებიდან და გადაწყვიტეს საქართველოს კვალდაკვალ დასავლეთს მიაშურონ. პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა სომხური ფინტიცკი იხმარა - სომხეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს ტერიტორიად აღიარების შესახებ განაცხადა, იმ იმედით, რომ ახლა სომხეთი, როგორც პროდასავლური, დაუახლოვდება პროდასავლურ საქართველოს აზერბაიჯანის წინააღმდეგ!

   მაგრამ ქართველები ამას „აღარ ვჭამთ“ - ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლობელი ვართ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისთვის, მაგრამ იცის კი ოფიციალურმა ერევანმა 42 ათასი სომეხის პოზიცია აფხაზეთიდან, რომლებიც აფხაზეთს საქართველოს ტერიტორიად არ ცნობენ?! ეგებ აჯობებდა, ფაშინიანის მთავრობა აფხაზეთში სომხებთან მუშაობით დაკავებულიყო და თავისი პოზიცია დაფიქსირებინა ე.წ „ბაგრამიანის ბატალიონთან“ მიმართებაში?!

   ქართველი ხალხი თავს უფლებას არ აძლევს განიკითხოს ერევნელი სომხები - პირიქით, ჩვენ შევდივართ მათ მდგომარეობაში, რადგან 9 წელი ქართველებსაც აჯადოებდა სომეხი სააკაშვილი. მეტიც, ჩვენ გაუმართლებლად გავრისკეთ, როცა რამდენიმე დღის წინ საფრანგეთიდან ფოთის პორტში ჩამოსული სამხედრო ჯავშანმანქანები სომხეთისკენ გავატარეთ. აზერბაიჯანი რომ სერიოზულად განაწყენდესაქართველოზე, ეს ხომ ჩვენთვის კატასტროფაიქცევა! სომხეთსაც ასე მოუვა - თუ ის ნამდვილად გაწყვეტს ურთიერთობებს რუსეთთან და განდევნის რუსულ ბაზას გიუმრიდან და ერევნიდან, აზერბაიჯანი და თურქეთი სომხეთის ერთადერთ იმედად დარჩებიან. რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე ირანი, უდავოდ გაწყვეტს სომხეთთან ურთიერთობას, მათ შორის გაზის მიწოდებას, თუკი სომხეთი ირანის მტრების - შეერთებული შტატებისა და ნატოს ქვეყნების მოკავშირე გახდება.

   ამიტომ, დღეს, სანამ საქართველო სრულად არ მოაგვარებს ურთიერთობას რუსეთთან, თბილისს მხოლოდ აზერბაიჯანის იმედი შეუძლია ჰქონდეს და ამის დასტურია საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების ბაქოში შეხვედრა. თბილისელებს არასოდეს დაავიწყდებათ, როგორ ჩააბნელა აზერბაიჯანმა ბაქო, რათა ელექტროენერგია მიეწოდებინა საქართველოსთვის, რომელიც იყინებოდა „ვლადიკავკაზი-თბილისი-ერევანი“ გაზსადენის აფეთქების გამო! საქართველო მოხარულია შუამავლობა გაუწიოს სომხეთსა და აზერბაიჯანს, მაგრამ არ შეიძლება არ ვაღიაროთ, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების პოზიციები სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ემთხვევა საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, რომელიც, გასაგები მიზეზების გამო, ყოველთვის არ ახდენს ამის დეკლარირებას.

სპეცოპერაციაუკრაინაში და მით უმეტეს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტმა ნათლად აჩვენა, რომ ომში ყველაფერს სულისკვეთება, სამართლიანი საქმის რწმენწყვეტს და არა შეიარაღებისა და ფულის მასა. ისრაელი, უძლიერესი ცახალი იძულებული გახდა ჰამასთან მოლაპარაკება გაემართათ, თუმცა არავინ იცის, რა არის ეს ჰამასი - რამდენიმე ათასი ფანატიკოსი, პარტია, თუ მოძრაობა. მაგრამ ფაქტია, რომ ჰამასის რამდენიმე ასეული ბოევიკი ისრაელში 7 ოქტომბერს რომ არ შეჭრილიყო, მალე პალესტინა რუკიდან წაიშლებოდა, ახლა კი ისრაელი დაეთანხმება სახელმწიფოს დაარსებას დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში!

   ამიტომ, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამხედრო კავშირი დასავლეთს აიძულებს, მას ანგარიში გაუწიოს და გააქარწყლებილუზიებს, რომ რუსეთთან ნაჩხუბარ საქართველოს დღეს სხვა გზა არ გააჩნია გარდა იმისა, რომ საკუთარი თავის დაცვა ევროკავშირისა და ნატოს სთხოვოს! იმ პირობებში, როდესაც საქართველოს გარეშე შეუძლებელი გახდა „კავკასიური პლატფორმის 3+3“ ამოქმედება, საქართველოა, აზერბაიჯანისა და თურქეთის ალიანსი იქცევა ანგარიშგასაწევ ძალად და სასიხარულოა, რომ სამხედრო მინისტერიალები განახლდა მცირე პაუზის შემდეგ.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 27 ნოემბერი
საქართველო, თბილისი