პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: მანი-მანი

   "ფული ტრიალებსამყაროს,

   ატრიალებს სამყაროს, ატრიალებს სამყაროს..."

(სიმღერა კინოფილმიდან “კაბარე" ლაიზა მინელისა და ჯოეპ გრეის შესრულებით)

   ”კოლოსალური სტრესი, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკა განიცდის, არის ზოგიერთი სახელმწიფოს გაუაზრებელი მაკროეკონომიკური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი”, - თქვა პუტინმა G20-ის სამიტზე გამოსვლისას. მისი თქმით, ეს ქმედებები მართლდება და მართლდებოდა, მათ შორის, პანდემიასთან ბრძოლით. ტრილიონობით დოლარისა და ევროს ჩაშვებამ ეკონომიკაში, საბანკო სისტემაში, უდაოდ, გამოიწვია გლობალური ინფლაციის აზვირთებდა სურსათისა და ენერგომატარებლების ფასების სწრაფი ზრდა. სწორედ ეს უდევს საფუძვლად იმ მოვლენებს, რაზეც ვისაუბრე. არა ჩვენი ქმედებები და მცდელობები, მივაღწიოთ სამართლიანობას უკრაინაში, არამედ სწორედ მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების ქმედებები“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ყურადღებით! რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა სენსაციური განცხადება, რომ უკრაინაში ომის ნამდვილი მიზეზი ფულია და არა დასავლეთის მიერ გამოცხადებული იდეოლოგიური მოტივები - „ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლა თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეალებისთვის“.

განვმარტავ: აშშ-მა და ევროკავშირის წამყვანმა ქვეყნებმა ბოლო წლებში დაბეჭდეს დოლარისა და ევროს უზარმაზარი არაუზრუნველყოფილი მასა, რამაც გამოიწვია ინფლაცია, შემდეგ კი ეკონომიკური სიძლიერისა და კონკურენტებზე უპირატესობის შესანარჩუნებლად მიმართეს ომს უკრაინაში და ტერორისტულ ქმედებებს - როგორც პირდაპირი გაგებით, Nord Streams-აფეთქებით, ასევე ეკონომიკურად, საერთაშორისო გადახდების საბანკო სისტემთვის ძირის გამოთხრით, ბანკებში რუსული აქტივების მითვისებითა და რუსეთის წინააღმდეგ 18 ათასამდე სანქციის გამოყენებით.

ამ გლობალურ ოპერაციაში დღეს იმარჯვებენ შეერთებული შტატები, რომლის ეკონომიკური უპირატესობაც იზრდება, ხოლო ევროკავშირი, რომლის ეკონომიკაც ძირგამოთხრილია, აგებს. რუსეთის ეკონომიკამ, რა თქმა უნდა, განიცადა კოლოსალური ზარალი ამ „შოკური თერაპიისგან“, მაგრამ გაუძლო დარტყმას, დივერსიფიცირდა და ახალი გზით განვითარდა, რადგან „რაც არ კლავს, აძლიერებს“.

   საგულისხმოა, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც დასავლეთი ომების პროვოცირებას აპირებს, ის ყოველთვის პირველ რიგში თავს ჰკვეთს ხელისუფლებას, ხელმძღვანელებად აყენებს დაბალი მორალის მქონე ხარბ მარიონეტებს, რომლებიც მზად არიან დიდი მანისთვის - დოლარისა ან ევროსთვის - უღალატონ თავიანთი სამშობლოს ეროვნულ ინტერესებს: საქართველოში - სააკაშვილი, სომხეთში - ფაშინიანი, უკრაინაში - ზელენსკი და ა.შ. ფული - აი ის, სადაც ჩვენ უნდა ვეძიოთ პასუხი დღეს საქართველოში ყველაზე პოპულარულ კითხვაზე: შეიწყალებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, თუ შეასრულებს სიტყვას – „არა და არასდროს“?

   შეიწყალებს, თუ სააკაშვილის დედა და ბიძა - გიული და თემურ ალასანიები - დიდ ფულს შესთავაზებენ! როგორც ამბობენ, უკვე შესთავაზეს, მაგრამ ზურაბიშვილი, როგორც გამოცდილი ვაჭარი, დროაჭიანურებს - თავს იფასებს და ასევე მიშას რენაზე გამოშვებას არჩევნების მოახლოებისას აპირებს. პოლიტიკაში უმაქნის ზურაბიშვილს სურს თამაშში მთავარი ოპოზიციური პარტიის შემოყვანა, რათა ამომრჩეველმა, რომელსაც გულზე არ ახატია „ქართული ოცნებაც“, ორივეს უგანოს მესამე ძალის – ხაზარაძისა და გახარიას სასარგებლოდ, რომლებიც ზურაბიშვილს თავიანთ კანდიდატად წარადგენენ. სწორედ სალომეს, ვინც უწინ მანი-მანისთვის მკვლელებს იწყალებდა...

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 23 ნოემბერი,
„ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავი

საქართველო, თბილისი