სამართალი
ირაკლი კობახიძე: თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეს იძიებენ შესაბამისი უწყებები, რომლებიც ყველა ბერკეტს გამოიყენებენ, რათა სამართალი აღსრულდეს

 საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსული აგრესიის ფაქტებზე საერთაშორისო გამოხმაურება ძალიან მნიშვნელოვანია.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს თამაზ გინტურის მკველობის საქმეზე ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, გინტურის მკვლელობის საქმეს იძიებენ შესაბამისი უწყებები, რომლებიც სამართლის აღსასრულებლად ყველა ბერკეტს გამოიყენებენ.

შესაბამისი უწყებები არიან დაკავებული ამ საქმის გამოძიებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულზე დადგეს სასჯელი, ეს არის საქმე შესაბამისი უწყებების, რომლებიც ყველა შესაბამის ბერკეტს გამოიყენებენ, რათა სამართალი აღსრულდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.