აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7122 ლარი გახდა

 საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7122 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7122 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7037 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0085 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9558 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.9603 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0045 ლარი შეადგინა. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.