უცხოეთი
მარია ზახაროვა - სომხეთი გამოხატავს თავის განზრახვას, რადიკალურად გადახედოს საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას, ჩემი აზრით, ეს დასავლეთის წინადადებით ან კარნახით კეთდება

 საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. სომხეთი გამოხატავს თავის განზრახვას, რადიკალურად გადახედოს საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მარია ზახაროვას აზრით, ეს დასავლეთის წინადადებით ან კარნახით კეთდება.

„ჩემი აზრით, ეს არის ჭეშმარიტი ზრახვების დამალვის აშკარა მცდელობა. ცხადია, საუბარია რესპუბლიკის საგარეო საკითხებში ორიენტაციის რადიკალურ ცვლილებაზე. ჩემი აზრით, ეს ძალიან მკაფიოდ კეთდება დასავლეთის წინადადებით ან კარნახით“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

1tv.ge