საზოგადოება
ილჰამ ალიევი: საფრანგეთი აქეზებს სომხეთში რევანშისტულ ძალებს, ამზადებს ნიადაგს ახალი ომებისთვის

 საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს. აზერბაიჯანული სააგენტოს, „ტრენდის“ ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის – „დეკოლონიზაცია: ქალების გაძლიერება და განვითარება“ მონაწილეებისადმი ალიევის მიმართვაში.

ილჰამ ალიევი აღნიშნავს, რომ „ფრანგული კოლონიალიზმის სამარცხვინო მეთოდები“ დღესაც გრძელდება.

„საფრანგეთი არღვევს სტაბილურობას არა მხოლოდ თავის ყოფილ და ახლანდელ კოლონიებში, არამედ ჩვენს რეგიონშიც – სამხრეთ კავკასიაში, სადაც მხარს უჭერს სეპარატისტულ ტენდენციებს და სეპარატისტებს. ის ატარებს მილიტარისტულ პოლიტიკას სომხეთის შეიარაღებით, აქეზებს სომხეთში რევანშისტულ ძალებს, ამზადებს ნიადაგს ჩვენს რეგიონში ახალი ომებისთვის“, – მიიჩნევს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.