უცხოეთი
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროგრესია და იმედოვნებს, რომ მალე კარგი ამბები იქნება

 საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროგრესია და იმედოვნებს, რომ მალე კარგი ამბები იქნება. ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ რეზერვისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„არ გავჩერდებით, ვიდრე პირველი მიზანს, „ჰამასის“ აღმოფხვრას არ მივაღწევთ. მეორე მიზანი მძევლების გათავისუფლებაა, ამ მხრივ პროგრესი გვაქვს. არ ვფიქრობ, რომ ახლა ღირს ბევრის თქმა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ მალე კარგი ამბები იქნება“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მანამდე სააგენტო „როიტერთან“ „ჰამასის“ ლიდერმა განაცხადა, რომ ისრაელთან ზავის მიღწევასთან ახლოს არიან.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ამ საღამოს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე სამხედრო კაბინეტის სხდომა გაიმართება მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებული მოვლენების თაობაზე.

1tv.ge