უცხოეთი
მედია - ღაზას სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 13 300-ს აჭარბებს

 საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. ღაზას სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 13 300-ს აჭარბებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის სამთავრობო მედიის ოფისი ავრცელებს.

კერძოდ, ამავე ცნობით, ღაზას სექტორში დაბომბვების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13 300-ს აჭარბებს, რომელთა შორის 5 600 ბავშვია.

ამასთან, ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტემის ჩამოშლის გამო, დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ მონაცემების რეგულარად განახლებას ვერ ახერხებს.

interpressnews.ge