საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი: ქართველმა ქალებმა მუცლით უნდა ატარონ თავიანთი შვილები და არა ამერიკელი, ავსტრიელი, ბანგლადეშელი თუ არაბი

 საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. შობადობასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი პოზიცია გვაქვს, ჩვენ გვჭირდება ბევრი ბავშვი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ვიდეოჩართვისას განაცხადა, რომ საქართველოში არის შობადობის პრობლემა.

„დღეს ქართველი ქალები ატარებენ მუცლით სხვის შვილებს, უცხოელები ჩამოდიან და იყენებენ ქართველ ქალებს. ქართველი ქალები არიან შიდა უბედურებაში, თავიანთი შვილები უნდა ატარონ. ხელოვნურად თუ უნდა მოხდეს ჩასახვა, თავისი შვილი უნდა ჩასახონ და არა ამერიკელის, ავსტრიელის თუ ბანგლადეშელის და არაბის. არსებობს ამაში სხვა ქვეყნების გამოცდილება“, – განაცხადა სააკაშვილმა.