სამართალი
რაჭაში ტყე არ გაყიდულა, სამონადირეო მეურნეობა არ მოეწყობა - სამინისტროს პასუხი აქტივისტებს

 საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გადაწყვიტა გააუქმოს რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია, მასთან ტყე არავის არ გაუყიდია, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად ლიცენზია გასცა, ეკოაქტივისტებმა ხმაურიანი საპროტესტო აქცია მოაწყვეს, სადაც ადმინისტრაციული წესით 13 ადამიანი დააკავეს. ისინი აპროტესტებდნენ ტყის შესაძლო გაყიდვა მეურნეობის მოსაწყობად.

„რაჭაში ტყე არ გაყიდულა. ლიცენზია გულისხმობდა არა ტყის გაყიდვას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას ხუთ მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციით რეგიონის განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან სამინისტროში აღნიშნეს, რომ ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის გამო მიმდინარე წლის მაისიდან მისი გაუქმების პროცესი დაიწყეს.

„არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად“, - აღნიშნეს უწყებაში.

სამინისტროში განაცხადეს, რომ სიტუაცია განუმარტეს ადგილობრივ მოსახლეობას, მაგრამ „სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, შესაბამის ვადებში“.