საზოგადოება
პარლამენტს ორი ახალი ვიცე-სპიკერი ჰყავს

 საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. პარლამენტს ორი ახალი ვიცე-სპიკერი ჰყავს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი გახდნენ.

პარლამენტში კენჭისყრისას ორივე მათგანის კანდიდატურას მხარი 84 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

შესაბამისად, ამ დროისთვის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები არიან გია ვოლსკი, ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი კახიანი, არჩილ თალაკვაძე და ავთანდილ ენუქიძე.