უცხოეთი
აზერბაიჯანის საგარეო უწყება - აშშ, რომელიც არ არის რეგიონის ქვეყანა, თავისი ნაბიჯებითა და განცხადებებით ურტყამს რეგიონის ქვეყნების ძალისხმევას ტრანსპორტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

 საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. შეერთებული შტატები, რომელიც არ არის რეგიონის ქვეყანა, თავისი ნაბიჯებითა და განცხადებებით ურტყამს რეგიონის ქვეყნების ძალისხმევას ტრანსპორტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, სომხეთის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობამ აიძულა აზერბაიჯანი, მიეღო გადაწყვეტილება ალტერნატიული გზების მშენებლობაზე.

„მეზობელ სახელმწიფოებთან, მათ შორის ირანთან ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკისკენ მიმავალი მარშრუტის გასწვრივ კომუნიკაციების გატარების პროცედურაზე კოორდინაცია აზერბაიჯანის სუვერენული უფლებაა. ამ ფონზე აზერბაიჯანი კიდევ ერთხელ ადასტურებს „3+2“ ფორმატის (აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთი-რუსეთი-ირანი) პრიორიტეტს რეგიონის უსაფრთხოებისთვის. ნებისმიერი კომენტარი ამ მიმართულებით, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ ძალისხმევას, შეუსაბამოა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტესტს გამოთქვამს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებებთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა, რომ აზერბაიჯანის მიერ ძალის გამოყენებამ შეარყია ნდობა და გააჩინა ეჭვები ბაქოს ერთგულებაზე სომხეთთან ყოვლისმომცველი მშვიდობისადმი. ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებებთან დაკავშირებით, აზერბაიჯანმა უარი თქვა 20 ნოემბერს აშშ-ში აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის გამართვაზე. აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადების მიხედვით, ცალმხრივი მიდგომით აშშ შუამავლის როლს დაკარგავს.

1tv.ge