ადამიანის მიერ ღვთის მიმართ მადლიერების გამოხატვის აუცილებლობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდგომი ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქმა ჩვილთა საყოველთაო ნათლობაზეც ისაუბრა. უწმიდესის თქმით, სამებაში დღეს მისი ნათლული კიდევ 500 ჩვილი გახდება და მას სულ 9 ათასზე მეტი ნათლული ეყოლება. ნათლობა დღეს ყოვლადწმიდა სამების ტაძარში 17.00 საათზე დაიწყება. მოგვიანებით ტაძარში უწმიდესი მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.
აღსანიშნავია, რომ სვეტიცხოველში დღეს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პრეზიდენტი სააკაშვილიც იმყოფებოდა. პრეზიდენტს პატრიარქი ამბიონის კიბესთან შეხვდა. მათ შორის საუბარი, დაახლოებით, წუთ-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. შემდეგ უწმიდესმა პრეზიდენტი ტაძრის კარიბჭემდე მიაცილა. ქვეყნის პირველმა პირმა ტაძარი ქადაგების დაწყებამდე დატოვა.
საქინფორმი