უცხოეთი
ჯეიკ სალივანი - აშშ-ის მიერ უკრაინის დაფინანსებისთვის ფანჯარა იხურება

 საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის მიერ უკრაინის დაფინანსებისთვის ფანჯარა იხურება, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

ბაიდენის მრჩევლის თქმით, აშშ-ის კონგრესმა რაც შეიძლება მალე უნდა დაამტკიცოს თეთრი სახლის მოთხოვნა უკრაინის დახმარების შესახებ, რათა თავიდან იქნას აცილებული სერიოზული შედეგები უკრაინის თავდაცვისთვის.

„ყოველი კვირა რაც გადის, უფრო და უფრო რთულდება ჩვენი შესაძლებლობა, სრულად დავაფინანსოთ ის, რაც, გვჯერა, რომ აუცილებელია, რათა უკრაინას მივცეთ ინსტრუმენტები და შესაძლებლობები, რომლებიც სჭირდება თავისი ტერიტორიის დასაცავად, წინსვლის გასაგრძელებლად. ასე რომ, ჩვენთვის ფანჯარა იხურება. ეს უკვე მოქმედებს ჩვენს უნარზე, მივცეთ უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება და ეს ეფექტი დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.

1tv.ge