პოლიტიკა
ევროკავშირს არ შეუძლია მოსკოვის გაძევება ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან - ლავროვი

 საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. ევროკავშირს არ გამოუვა რუსეთის გაძევება სამხრეთ კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ამ რეგიონებში ისტორიულად მდებარეობს და არსად გაქრება, რაც მოსკოვის მოკავშირეებმა და პარტნიორებმა კარგად იციან.

„ეს არ ეხება მხოლოდ პუბლიკაციებს. იქ დასავლური სამყაროს ლიდერებიც კი თავს უფლებას აძლევენ, გააკეთონ საკმაოდ თავხედური განცხადებები. ევროკავშირი არ მალავს თავის განზრახვას, რომ ყველანაირად შეგვაკავოს, გაგვაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან. ეს არ გამოვა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა დასავლურ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების კომენტირებისას.