აქტუალური
ევრობანკი საქართველოსთვის კრედიტის გამოყოფაზე მსჯელობს

european-central-bankრეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი (EBRD) „საქართველოს სოფლის მეურნეობის დაფინანსების შესაძლებლობის“ პროექტის ფარგლებში აგრობიზნესის დაკრედიტებისთვის 40 მლნ ევროს გამოყოფის საკითხს განიხილავს. პროექტის განხორციელება გერმანიის განვითარების საკრედიტო ბანკთან ერთად იგეგმება, რაც საქართველოში სოფლის მეურნეობისა და ამ სექტორში დასაქმებული მცირე და საშუალო კომპანიების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ფინანსურ რესურსს ევრობანკი საქართველოს კომერციულ ბანკებს გამოუყოფს.

ამასთან, პროექტით გათვალისწინებულია ადგილობრივი ბანკებისთვის აგროსესხის გაცემისას სპეციალური უნარ-ჩვევების განვითარება, სასესხო პორტფელის გამრავალფეროვნება, ასევე, აგვისტოს კონფლიქტისა და გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ სესხების განახლების მხარდაჭერა.

EBRD-ის დირექტორთა საბჭო პროექტის საბოლოო ვარიანტის განსახილველად 2011 წლის 26 ივლისს შეიკრიბება.

 

საქინფორმი