უცხოეთი
უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის შეტევის პირობებში ვითარება რთულია სამხრეთსა და აღმოსავლეთში

 საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინის არმია 11 ნოემბერს, გვიან საღამოს აცხადებს, რომ ვითარება "რთული რჩება" ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში, და რომ რუსეთი ახორციელებს ათობით საჰაერო და სარაკეტო თავდასხმას - იმ ფონზე, როცა უკრაინამ აღნიშნა სტრატეგიული ქალაქის, ხერსონის გათავისუფლების პირველი წლისთავი.

უკრაინის არმიის გენერალურმა შტაბის განცხადებით, რუსეთის ძალებმა დღის განმავლობაში განახორციელეს 41 საჰაერო და 44 სარაკეტო დარტყმა, "ჩვენი სამხედროების პოზიციების და დასახლებული ადგილების წინააღმდეგ". არმიის ცნობით, დარტყმების სამიზნეები იყო საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურული ობიექტები. "სამწუხაროდ, სამოქალაქო მოსახლეობას შორის არიან დახოცილები და დაჭრილები" - აცხადებს გენერალური შტაბი ინფორმაციის დაკონკრეტების გარეშე და დასძენს, რომ უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ოპერატიული ვითარება რთული რჩება.

უკრაინის არმიის განცხადებით, დღის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალებმა განახორციელეს 10 დარტყმა "არეალებში, სადაც კონცენტრირებულია მტრის ჯარი, იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა", და გაანადგურეს რუსეთის S-400-ის ტიპის სისტემა და სხვა შეიარაღება.

ბრძოლის ველზე ვითარების შესახებ მხარეთა განცხადებების გადამოწმება არ ხერხდება.

radiotavisupleba.ge