პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: განვიცდით მსოფლიოში არსებულ კონფლიქტებს, კრიზისებსა და ომებს

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. განვიცდით მსოფლიოში არსებულ კონფლიქტებს, კრიზისებსა და ომებს. კითხვის ავტორმა ახსენა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისი - ისრაელსა და ჰამასს შორის შექმნილი ვითარება. საქართველო მშვიდობის მხარდამჭერია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „პარიზის მშვიდობის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „თანამშრომლობის ასპექტები დაპირისპირებულ სამყაროში: მშვიდობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის მაგალითზე" - კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო გმობს სამოქალაქო პირების მიმართ განხორციელებულ ტერორიზმსა და ტერორისტულ აქტებს.

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ განვიცდით მსოფლიოში არსებულ კონფლიქტებს, კრიზისებსა და ომებს. კითხვის ავტორმა ახსენა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისი - ისრაელსა და ჰამასს შორის შექმნილი ვითარება. საქართველო მშვიდობის მხარდამჭერია. რა თქმა უნდა, რაც ხდება ტერორიზმია და ვგმობთ სამოქალაქო პირების მიმართ განხორციელებულ ტერორიზმსა და ტერორისტულ აქტებს. აქაც მინდა გავიმეორო რაც უკვე ვთქვი დასაწყისში: მე განვაცხადე, რომ ქვეყნებს გამოსავალი პოვნა სჭირდებათ. თუ საკითხი ომის გზით ვერ გადაწყდება, უნდა დასხდეთ და დაილაპარაკოთ, მოილაპარაკოთ. ეს იქნება ჩემი ბოლო სიტყვა ამ ვითარების შესახებ", - განაცხადა პრემიერმა.