პოლიტიკა
აშშ-ს და ევროპას აღარ სურთ უკრაინის შეიარაღება

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მხოლოდ ერთი მილიარდი დოლარი დარჩა უკრაინის იარაღით დასახმარებლად. დაფინანსების შეფერხებამ აიძულა შეერთებული შტატები დაეწყო კიევისთვის სამხედრო დახმარების ნაკადის შეზღუდვა. პენტაგონის პრესმდივნის მოადგილე საბრინა სინგმა განაცხადა, რომ იარაღის მიწოდება თანდათან შემცირდება.

გერმანია და ევროკავშირის ზოგიერთი სხვა ქვეყანა კი ეწინააღმდეგებიან უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გაწევას. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად მშვიდობის ევროპული ფონდიდან ყოველწლიურად 5 მლრდ ევროს გამოყოფის წინადადება ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა ივლისში წამოაყენა.