საზოგადოება
თბილისში, ვარკეთილის 204-ე ბაგა-ბაღის შენობაში, სამღერეთის ქუჩაზე მდებარე თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონში, ყაზბეგის №16-სა და უზნაძის №8-ში კომპაქტურად მცხოვრები დევნილები გამოსახლების მოლოდინში არიან. 8 ივლისს დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებმა აუწყეს, რომ მათ ეძლევათ ათდღიანი ვადა და 18 ივლისს საცხოვრებლები უნდა დაცალონ.
დევნილებისთვის მიუღებელია სამინისტროს მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეთავაზებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები, ამიტომ საკუთარი ნებით ამჟამინდელი საცხოვრებლების დატოვებას არ აპირებენ.
საქინფორმი