უცხოეთი
ევროკომისია უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას იძლევა - კომისია, ასევე, რეკომენდაციას უწევს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ბოსნია ჰერცეგოვინასთან კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში

 საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. ევროკომისია უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას იძლევა. კომისია ასევე რეკომენდაციას უწევს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ბოსნია ჰერცეგოვინასთა, მას შემდეგ რაც შესაბამისი კრიტერიუმები იქნება დაკმაყოფილებული.

შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ბოსნია ჰერცეგოვინასთან მიმართებაში იქნება კონკრეტული დათქმები.

"ევროკომისია უწევს რეკომენდაციას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მოლდოვასა და უკრაინასთან. კომისია ასევე რეკომენდაციას უწევს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ბოსნიასა და ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ, რაც შესაბამისი კრიტერიუმები იქნება დაკმაყოფილებული და რეკომენდაციას ასევე კომისიის მხრიდან, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა. ამ 4 ქვეყანაზე მოვახდენთ ფოკუსირებას, პირველ რიგში კი უკრაინაზე.

ბოსნია - ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით ჩვენ ვაღიარებთ მთელ რიგ პოზიტიურ და იურიდიულ ნაბიჯებს, მაგალითად, მინისტრთა საბჭოში სწრაფი შესვლა 2023 წლის იანვარში, ვალდებულება პოლიტიკური პარტიებისა და მიერთების პროცესთან დაკავშირებით პოზიტიური შედეგების მომტანი აღმოჩნდა. პროგრესი არის ასევე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში, ფულის გათეთრებასთან, ტერორიზმთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ასევე შეშფოთებით გვინდა ხაზი გავუსვათ რამდენიმე არაკონსტიტუციურ კანონს, რომელიც რესპუბლიკა „სერბსკას“ სტრუქტურებმა მიიღეს. ამ ფონზე, რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, მიერთების გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყოს მას შემდეგ, რაც შესაბამისი რეფორმები გატარდება. პროგრესის შესახებ ინფორმაცია იქნება 2024 წელს“,-განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

interpressnews.ge