საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ გუშინდელ ბრიფინგზე რელიგიური ორგანიზაციების სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ კანონსა და წმიდა სინოდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ პოზიცია გააცნო მედიის წარმომადგენლებს.
„მართლმადიდებლობა საქართველოში ერთ-ერთი რელიგიათგანი ვერ იქნება და ჩვენი ამოცანაა, ამ რელიგიური პრიორიტეტის სამართლებრივი გაფორმება და მისთვის უფრო მაღალი კონსტიტუციური გარანტიების მინიჭება. მიგვაჩნია, რომ ეკლესიაზე მაღლა არ შეიძლება იდგეს რაიმე სახის პროგრამა ან დოქტრინა, მაგრამ ქრისტიანული მსოფლმხედველობა შეიძლება საფუძვლად დაედოს ქრისტიანთა და არაქრისტიანთა, ქართველთა და საქართველოში მცხოვრები სხვა ერებისა და კონფესიების ურთიერთობასა და თანაცხოვრებას ერთ მთლიან საქართველოში“, – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
საქინფორმი