უცხოეთი
რუსეთმა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმება დატოვა

 საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმებიდან გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული შეთანხმება აწესებდა კვოტებს სამხედრო ტექნიკაზე, მათ შორის ტანკებზე, არტილერიაზე, ვერტმფრენებსა და თვითმფრინავებზე.

როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ მოსკოვისთვის ძალას კარგავს 1990 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმიც, რომლითაც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს.

ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმება 1990 წლის 19 ნოემბერს გაფორმდა ნატო-ს 16 წევრ სახელმწიფოსა და ვარშავის შეთანხმების ორგანიზაციაში შემავალ ექვს ქვეყანას შორის.

რუსეთმა ამ შეთანხმების რატიფიცირება 1992 წელს მოახდინა, ხოლო 2007 წლის ივლისში მისი მოქმედება შეაჩერა. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების შეჩერება პუტინის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე წარმოთქმული სიტყვის შესაბამისად მოხდა. 2007 წელს რუსეთის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ხისტად გააკრიტიკა აშშ და ერთპოლუსიანი სამყაროს მოდელი, რაც რუსთის საგარეო პოლიტიკურ კურსში მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაპირობა გახდა.

1tv.ge