უცხოეთი
საფრანგეთის შს მინისტრი აცხადებს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში 1 100 ანტისემიტური ინციდენტი დაფიქსირდა

 საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. საფრანგეთის მთავრობის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში 1 100 ანტისემიტური ინციდენტი დაფიქსირდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჯერალდ დარმანინის თქმით, ქვეყანაში „ანტისემიტური აქტების აფეთქებაა“ და ასეთი ინციდენტების რაოდენობა მთელი გასული წლის მაჩვენებელს აჭარბებს.

საფრანგეთის ებრაული თემის დაცვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს საფრანგეთში 436 ანტისემიტური აქტი დაფიქსირდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 490 ადამიანი, მათგან 120 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

1tv.ge