სამართალი
ნიკა მელია: მიშამ თქვა და გააკეთე, არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ

 საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. მიშამ თქვა და გააკეთე, არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ, მით უმეტეს, არ მივიღებ მოწოდებას მათგან, ვინც უცნაური ტრაექტორიით იმოძრავა, ხელი მოეცარა და დაბრუნდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ წერს.

როგორც მელია აღნიშნავს, ახლა გაუგებარია იმ ხალხის მოწოდება, რომელიც მობრუნებულ შტაბის უფროსთან ერთად დადის და სამართლიან კრიტიკას ლანძღვას ეძახის.

მიშამ ხომ გითხრათ, წადითო და წადით რა, ამ ხალხის საყურადღებოდ, „თქვა და გააკეთე“ არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ, მით უმეტეს, არ მივიღებ ამ მოწოდებას მათგან, ვინც უცნაური ტრაექტორიით იმოძრავა, ხელი მოეცარა და დაბრუნდა.

მიშამ ისიც თქვა: ვაშაძეს მოშივდაო, ამიტომ წავიდა და ბიძინას საქმე აკეთაო… ბნელ მხარეს გადავიდაო.

რა აკეთა და რა როლი შეასრულა კონკრეტულ პროცესებში, ბევრს გვახსოვს…

ახლა კი გაუგებარია იმ ხალხის მოწოდება, რომელიც, მიშას თქმით, მოშიებულ, გადამხტარ, გამძღარ და მობრუნებულ შტაბის უფროსთან ერთად დადის და ამ ხალხს – პარტიას, მათ სამართლიან კრიტიკას კი ლანძღვას ეძახის…

სანამ ვინმეს რამეს მოუწოდებთ, სანამ სხვის თვალში ბეწვს დაინახავთ, საკუთარ თავს შეხედეთ გვერდიდან, ამომრჩევლის ან პარტიის რიგითი წევრის თვალით“, – წერს მელია სოციალურ ქსელში.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ამას წინათ განაცხადა, რომ ყველამ თავისი გზა უნდა იპოვოს. პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ, ყველამ თქვენი გზა იპოვეთ. ეს კბენები და რაღაცები უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.