უცხოეთი
სერგეი ლავროვი: ზელენსკი იტყუება, როდესაც აცხადებს, რომ მზად არის, უკრაინის ნეიტრალური სტატუსი განიხილოს

 საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ მზად არის უკრაინის ნეიტრალური სტატუსი განიხილოს.

„ახლა უბრალოდ სიმართლეს არ გეუბნებათ, იტყუება, როდესაც აცხადებს, რომ მზად არის, უკრაინის ნეიტრალური სტატუსი განიხილოს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას არ ეშინია ნეიტრალურ სტატუსზე საუბარი, თუმცა აინტერესებს, უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება ქვეყანას.

„დღეს ევროპის 27 ლიდერს ვკითხე, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში, პირდაპირ ვკითხე. ყველას ეშინია. პასუხს არ იძლევიან. ჩვენ კი არაფრის გვეშინია. არ გვეშინია რუსეთის, არ გვეშინია რუსეთთან საუბრის. შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებსა და ნეიტრალურ სტატუსზე. არ გვეშინია ნეიტრალურ სტატუსზე საუბარი. ჩვენ ახლა ნატოში არ ვართ, თუმცა უსაფრთხოების რა გარანტიები გვექნება? ყველაზე მთავარი კითხვა, რომელი ქვეყნები მოგვცემენ ამ გარანტიებს?“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

imedinews.ge