პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: რჯულამდე ჩაყოლა

     რუსები საქართველოში 220 წელიცხოვრობენ, ზურაბიშვილი კი - 19, ვინ არის ამის შემდეგ ჩვენიანი და ვინ - უცხოტომელი?!

   მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება ვერ მოხერხდა, ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილის წარმომავლობის შესახებ პრეზიდენტი სააკაშვილის მიერ შეთხზული ლეგენდის - თითქოსდა, ის ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილია! - გაქარწყლებას დაყაბულდა. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ „ქართულ ოცნებასაც“ აეყობდა ეს ფეიქი ზურაბიშვილის პრეზიდენტად გასათრევად. დღეს კი „აღმოჩნდა“, რომ გამოჩენილ ქართველ პუბლიცისტს, განმანათლებელსა და საზოგადო მოღვაწეს ქორწინებაგარეშე ურთიერთობა ჰქონდა პეტერბურგელ ვინმე ანა მაკაროვასთან, რომელმაც გააჩინა გოგონა ნინო, რომელიც ბავშვთა სახლს მიაბარეს. შემდგომში ნინო მაკაროვა მისთხოვდა ივანე ზურაბიშვილ და მათ შეეძინათ ვაჟი ლევანი, რომლის ქორწინებიდანაც ვინმე ზეინაბ კედიასთან ამ ქვეყანას მოევლინა საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი. ამგვარად, სალომე ზურაბიშვილს სომხური ფესვებიაქვს.

   ლუსტრაციით გაცოფებულმა ზურაბიშვილმა 30 ოქტომბერს, ამერიკულ „CBS“ არხთან ინტერვიუში ცუდ ინგლისურზე განაცხადა, რომ ძალიან ნერვიულბს საქართველოში რუსულად - მტრის ენაზე მოლაპარაკე ხალხი, რომლებიც თავს ისე გრძნობენ, როგორც აკუთარ სახლში, და რომ ის ხელში რომ იყოს აღმასრულებელი ხელისუფლება, რუსებს ქვეყანაში შემოსვლას აუკრძალავდა.

   „ქაჯებთან მებრძოლ“ სალომეს, როგორც ჩანს, დაავიწყდა, რომ საქართველო პირველად მხოლოდ 19 წლის წინ - 2004 წელს ნახა და მაშინაც - არა გულის ძახილით, არამედ სააკაშვილის მოწვევით, რომელმაც ის თბილისში ჩამოიყვანა, კონსტიტუციის დარღვევით საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა და საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. ქართული ენისა და ისტორიის უცოდინარი ზურაბიშვილი არცკი ეჭვობს, რომ რუსები საქართველოში 1803 წლიდან ცხოვრობენ - მას შემდეგ, რაც საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, ანუ უკვე 220 წელია. მაშ, ვინ არის ამის შემდეგ უცხოტომელი და ვინ უნდა გრძნობდეს თავს საქართველოში ისე, როგორც საკუთარ სახლში - ზურაბიშვილი თუ რუსები?!

   მაგრამ საგულისხმოა, რომ ნაცმენშევიკ ზურაბიშვილს ანერვიულებენ არა მარტო რუსები, არამედ ყველა, ვინც საქართველოში რუსულად ლაპარაკობს, მაშასადამე, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, ქართველები და არაქართველები! აი ისიც, ევროპული აღზრდა და განათლება, დასავლური დემოკრატიული ღირებულებები და სტანდარტები! თუმცა, რა გასაკვირია?! განა საფრანგეთი არ შეხვდა ნაცისტებს ერთი გასროლის გარეშე, განა ჰიტლერის ჯარების მიერ ოკუპირებულ პარიზში ერთი რესტორანი, კაბარე, კინოთეატრი თუ კაზინო მაინც დაიკეტა, განა ფრანგები ნებაყოფლობით არ იბრძოდნენ ვერმახტის შემადგენლობაში?!

   საინტერესოა, რას საქმიანობდნენ ზურაბიშვილის მშობლები, როცა რუსეთის იმპერატორის მეფისნაცვალი კავკასიაში, გრაფი ვორონცოვი ტფილისის კეთილმოწყობას უნდებოდა? ვის მხარეზე იყვნენ მისი მენშევიკი მშობლები 1921 და 1941 წლებში, როცა რუსები ქართველებთან ერთად გერმანელ ოკუპანტებს ებრძოდნენ? ზურაბიშვილის წინაპრებმა საქართველო ერთი საუკუნის წინ დატოვეს, ამიტომ სალომემ, „სადაც არ უნდა გათხაროს“, მაინც ვერ გაიგებს, როგორ უყვარდათ ქართველებს რუსები - წესიერი, კეთილი და შრომისმოყვარე თანამოქალაქეები, რომლებთან ერთადაც ორი საუკუნის განმავლობაში მეგობრულად იცხოვრეს და ერთსა და იმავე ეკლესიებში ლოცულობდნენ! კუდაბზიკა მეშჩანი ზურაბიშვილი ცხვირს უბზუებს წინაპრების სამშობლოს, რომელმაც იგი არასგზით არ მიიღო, და სძულს ქართველი ხალხი, რომელიც მას იმავეთი პასუხობს, ამიტომ დროა, კორუმპირებულმა პრეზიდენტმა - რეზიდენტმა გადადგეს და შინ დაბრუნდეს, რათა საფრანგეთი ... ბაღლინჯოებისგან იხსნას!

როგორ, ნუთუ არ იცით?! დიახ, ბაღლინჯოები უწინაც ესეოდნენ საფრანგეთს, მაგრამ ასეთი შემოსევა, როგორიც დღესაა, საფრანგეთს არ ახსოვს! ბაღლინჯოები არიან ყველგან - მეტროსა და აეროპორტებში, მატარებლებსა და სახლებში, რესტორნებსა და დაწესებულებებში, თეთრეულში, რბილ ავეჯსა და ტანსაცმელში, საფრთხე ემუქრება მოდის კვირეულსა და 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადას პარიზში! თუმცა, რა გასაკვირია?! განა ზურაბიშვილივით ყოყოჩი, ტილიანი ფრანგი თავადაზნაურობა თავს მაღლეს კასტად არ მიიჩნევდა და ამიტომაც სძულდა ბანაობა - აქაოდა, დაე ბინძურმა პლებეებმა დაიბანონ, ჩვენ კი ისედაც სუფთა ვართო?! მეფე ლუდოვიკ XIV, რომელსაც ცოცხლად ჭამდნენ ტილები, თავის სიცოცხლეში სულ ორჯერ იბანავა! დღეს მსოფლიოს ყველა აეროპორტში საფრანგეთის მოქალაქეებს, დიპლომატებსაც კი, ბაღლინჯოებზე ამოწმებენ, ლამის რჯულამდის ყვებიან! შეამოწმეს რო ამას წინათ პარიზიდან დაბრუნებული ზურაბიშვილი, სადაც ის საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე პრეზიდენტ მაკრონს შეხვდა? ფუჭად როდი ამბობენ: „თევზი თავიდან ყროლდებაო“...

არნო ხიდირბეგიშვილი
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 2 ნოემბერი
საქართველო, თბილისი