უცხოეთი
„როიტერი“ - კატარის შუამავლობით და აშშ-ის კოორდინაციით, ეგვიპტეს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმება შედგა, რომლის ფარგლებშიც ღაზიდან მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია მოხდება

 საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. კატარის შუამავლობით და აშშ-ის კოორდინაციით, ეგვიპტეს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმება შედგა, რომლის ფარგლებშიც ღაზიდან მოქალაქეების გარკვეული ნაწილის ევაკუაცია მოხდება. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

მედიასაშუალების ცნობით, შეთანხმების თანახმად, რაფაჰის გამშვები პუნქტიდან ღაზის დატოვებას შეძლებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ზოგიერთი მძიმედ დაჭრილი, თუმცა უცნობია, რამდენ ხანს დარჩება ღია სასაზღვრო გამშვები პუნქტი ევაკუაციისთვის.

ეგვიპტემ სინაის ნახევარკუნძულზე დაჭრილებისთვის საველე ჰოსპიტალი მოამზადა. რაფაჰის გამშვები პუნქტის მეშვეობით, ეგვიპტიდან ღაზაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები უკვე შევიდა.

1tv.ge