უცხოეთი
ენტონი ბლინკენი - ყველაზე გონივრული იქნება, თუ ღაზის სექტორის მმართველობას და მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას პალესტინის ხელისუფლება აიღებს, ისრაელის განზრახვა არ არის ღაზის კონტროლი

 საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ყველაზე გონივრული იქნება, თუ ღაზის სექტორის მმართველობას და მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას, საბოლოო ჯამში, პალესტინის ხელისუფლება აიღებს.

„ისრაელელები თავად იწყებენ ამ წინადადებით, რომ ისრაელის განზრახვა არ არის ღაზის კონტროლი. ეს არ შედის მათ ინტერესში და ეს არ არის ისეთი რამ, რასაც ექნება მხარდაჭერა“, – აღნიშნა ბლინკენმა.

როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, არ შეიძლება, მოხდეს სტატუს კვოს დაბრუნება „ჰამასის“ მმართველობასთან მიმართებით. ისრაელელი მაღალჩინოსნები კი აცხადებენ, რომ მათი მიზანი „ჰამასის“ ლიკვიდაციაა.

1tv.ge