უცხოეთი
გაერო-ში ისრაელის ელჩი უშიშროების საბჭოს - ყოველ ჯერზე, როცა შემომხედავთ, გაიხსენებთ, რას ნიშნავს ბოროტების წინაშე გაჩუმება

 საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა გაერო-ს უშიშროების საბჭო იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმებისთვის „ჰამასი“ არ დაგმო.

შეხვედრაზე მისულ ერდანსა და ისრაელის დელეგაციის სხვა წევრებს დავითის ყვითელი ვარსკვლავის სტიკერები ეკეთათ, წარწერით: „აღარასდროს“.

”ამ დღიდან, ყოველ ჯერზე, როცა შემომხედავთ, გაიხსენებთ, რას ნიშნავს ბოროტების წინაშე გაჩუმება. ისევე, როგორც ჩემი მშობლები და მილიონობით ებრაელის ბებია-ბაბუა, მე და ჩემი გუნდი ყვითელ ვარსკვლავებს ვატარებთ. ჩვენ ვატარებთ ამ ვარსკვლავს მანამ, სანამ არ დაგმობთ „ჰამასის“ სისასტიკეს და არ მოითხოვთ ჩვენი მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, - აღნიშნა ელჩმა.

interpressnews.ge