საზოგადოება
საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „გლობალური კარიბჭის ფორუმის“ გახსნას დაესწრო.
ფორუმი ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გახსნა.
ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები.
ფორუმის ფარგლებში გამართულ სამუშაო პანელზე – „სატრანსპორტო დერეფნები” – პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი მომხსენებელი იქნება.
ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიწვია.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.