საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი მზადაა ითანამშრომლოს შეერთებულ შტატებთან, რათა ორივე მხარემ მართოს თავიანთ უთანხმოებები და ერთად იმუშაონ გლობალურ გამოწვევებზე რეაგირებისთვის, - ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შეძლებენ თუ არა შეერთებული შტატები და ჩინეთი დაამყარონ ურთიერთობის სწორი გზა, გადამწყვეტი იქნება მსოფლიოსთვის“, -აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საჭიროა უფრო სტაბილური ორმხრივი კავშირები, რომელიც, უნდა აშენდეს "ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაარსებობისა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის" პრინციპებზე.
შეგახსენებთ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ ი ვაშინგტონს ხუთშაბათს, რამდენიმე დღით ეწვევა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ის იმუშავებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, რათა უზრუნველყონ, რომ ისრაელი-ღაზას ომი ფართო კონფლიქტში არ გადაიზარდოს.