უცხოეთი
მედიის ცნობით, ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფი ერაყში აცხადებს, რომ თავს დაესხა აშშ-ის ორ ბაზას აღმოსავლეთ სირიაში

 საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფი ერაყში აცხადებს, რომ თავს დაესხა აშშ-ის ორ ბაზას აღმოსავლეთ სირიაში. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, ეს უკვე მეოთხე თავდასხმაა ერთ დღეში.

გასამხედროებული ჯგუფის განცხადებით, დეირ ელ ზურის პროვინციაში, ალ ომარის ნავთობის საბადოს მახლობლად და ალ შადადის ჩრდილოეთით მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა.

თავდასხმების შესახებ აშშ-ში კომენტარი არ გაკეთებულა.

1tv.ge