პუბლიკაციები
ალექსანდრე ჭაჭია: შეერთებული შტატები ზურაბიშვილს აქტიურად უჭერენ მხარს

 საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად საქართველოს მთავრობის აკრძალვისა, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან საზღვარგარეთ ვიზიტების გამო, კონსტიტუციის დამრღვევად ცნო, რაც საქართველოს პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის საფუძვლად იქცა. თუმცა იმპიჩმენტისთვის 14 ხმა დააკლდა - საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია, იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად 100 ხმა იყო საჭირო, ანუ ორი მესამედი, მაგრამ ხმა მისცა 86-მა დეპუტატმა, კენჭისყრაში პროტესტის ნიშნად 64-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მონაწილეობა არ მიიღო.

ამრიგად, გლობალიზაციის პრობლემების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ჭაჭიას 16 ოქტომბრის პროგნოზი გამართლდა: თუ არ იქნება ძლიერი ზეწოლა შეერთებული შტატების საელჩოსა და ახალი ელჩის მხრიდან, მაშინ პარლამენტი ხმათა უმრავლესობით იმპიჩმენტს უყრის კენჭს. პრეზიდენტმა ისე მოაბეზრა ყველას თავი მისი არაადეკვატურობით, რომ მისი მოთმენა აღარ შეუძლება. მაგრამ მას ყოველთვის ძალიან აქტიურად უჭერდა მხარს აშშ-ს ყოფილი ელჩი და ზოგადად ამერიკული მხარე. ვფიქრობ, ამერიკელების მხრიდან ძლიერი ზეწოლა იქნება, ამიტომ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროცედურა დასრულდება. თუმცა, იმპიჩმენტის შანსები ძალიან მაღალია“, - განუცხადა პოლიტოლოგმა ინტერნეტ-გამოცემა „Absatz“-ს კენჭისყრადმდე ორი დღით ადრე.