პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ამერიკას სურდა საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა, მაგრამ თავად მიიღო მეორე ფრონტი ისრაელში

   მთელ მსოფლიოში დაგვცინიან. ჩვენ ვიქეცით ფაშისტურ სახელმწიფოდ, რომელსაც არაკომპეტენტური ხალხი მართავს“ - დონალდ ტრამპი

   უკრაინაში უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის მრევლიც ქვეყნის მორწმუნეების უმრავლესობაა, აიკრძალა, ხოლო კიევ-პეჩორის ლავრას სიწმინდეების დარიგებას ევროპულ მუზეუმებში აპირებენ. ტაძრებში უკვე დაიწყო დარბევები და სამწყსოსა და სამღვდელოებაზე ანგარიშსწორება, თუმცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების ამკრძალავი კანონპროექტი უმაღლესმა რადამ მხოლოდ პირველი მოსმენით მიიღო.

   სტატისტიკა: მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესია შედგება 53 ეპარქიის, 12148 სამრევლოს, 262 მონასტრის, 4620 ბერის, 18 სასულიერო სასწავლო დაწესებულების, სადაც სწავლობს 1154 მორჩილი, 12551 სასულიერო პირისა და 114 ეპისკოპოსისგან.

   ამის მერე ვინ გაბედავს უარყოს, რომ უკრაინაში ფაშიზმი აღდგა, რომლის წინააღმდეგაც ბრძოლის ყველა საშუალება კარგია?! მხოლოდ ამ ფაშიზმის ხელშემწყობი! ნაცისტური ტერორისტული ორგანიზაცია „კიევის სახელმწიფოს“ დამარცხება გარდაუვალია, მაგრამ თუ უკრაინელები ცოტა არ დაეხმარებიან საკუთარ თავს - პარტიზანული წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყების ნაცვლად, გააგრძელებენ ქვეყნიდან გაქცევას (სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ უკრაინა 43 მილიონიდან 20 მილიონმა მოსახლედატოვა), რუსეთი იძულებული იქნება გამოიყენოს სრულიად სხვა რაკეტები, ან გადავიდეს იმ ტაქტიკაზე, რომელსაც დღეს იყენებს ისრაელი - ტერიტორიის გაწმენდა სარაკეტო დარტყმებით სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე. რუსეთს ამის გაკეთებას აიძულებს შეერთებული შტატები, რომელიც უკრაინას უკვე „მიწა-მიწა“ კლასის „ATACMS“-ის 300 კმ სიშორის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტებით ამარაგებს. თითოეული ასეთი რაკეტა 2 მილიონ 300 ათასი დოლარი ღირს, მაგრამ მას შემდეგ, რაც 360 კვ/კმ-ის ფართობის ღაზას სექტორის 15 ათას წევრიანი „ჰამასისგან“ გასაწმენდად ისრაელი იყენებს რაკეტებს თითო 1 მილიონი დოლარის ღირებულების, რომლებსაც გადააქვს თვითმფრინავები თითო 100 მილიონი დოლარის ღირებულების, რომლის ფრენის ერთი საათი 40 ათასი დოლარი ჯდება, აღშფოთება, რომ რუსეთის წინააღმდეგ ნატოს მთელი ბლოკი იბრძვის, გასაკვირი არ არის.

   დროსა და სივრცეში დაკარგული პრეზიდენტი ბაიდენი ახმოვანებს კოლონიალიზმისა და რასიზმის დროინდელ ლოზუნგებს, რითაც აშშ მთელი ისტორიის მანძლზე ყველაზე საშინელ ჩიხში შეჰყავს: დღეს შეერთებული შტატები ერთდროულად უპირისპირდებიან რუსეთსაც და აღმოსავლეთსაც, მიუხედავად იმისა, რომ ცალ-ცალკეც კი ვერ მოგებს ომს რომელიმე მათგანს! უაზრო ომებითა და უხეირო სარდლობით დემორალიზებული ამერიკული არმია დღეს უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე. ჯარისკაცები და მეთაურები, პენტაგონის ხელმძღვანელობის ჩათვლით, გულგახეთქილი აკვირდებიან დემენციით დაავადებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ბარბაცებს და ეცემა, ბირთვული ჩემოდნისხელიდან გაგდების რისკით! მაგრამ ვინ არ შეასრულებს მთავარსარდლის ბრძანებას და გადაარჩენს აშშ-ს?

   არადა, ამერიკა მარტო კი არ დაიღუპება, არამედ ყველა მოკავშირეს საფლავში წაიყოლებს, შემდეგ კი ამერიკელებს მოუწევთ პალესტინელებისთვის პატიება თხოვნა, როგორც რამდენიმე წლის წინ აფროამერიკელებს ფეხებს უკოცნიოდნენ და მუხლმოდრეკილი ევედრებოდნენ ორსაუკუნოვანი რასიზმის პატიებას!

მაგრამ საქმე მხოლოდ აშშ-ში როდია: ვინ არ შეასრულებს მთავარსარდალზელენსკის ბრძანებას და გადაარჩენს უკრაინას - იმას, რამისგან დარჩა? ვინ არ შეასრულებს მთავარსარდალი ნეთანიაჰუს ბრძანებებს და გადაარჩენს ისრაელს, თუ ირანი და პალესტინის სხვა მხარდამჭერები ომში ჩაერთვებიან? აი საქართველოში მთავარსარდალი ზურაბიშვილის ბრძანებას არავინ შეასრულებს, ამიტომ აშშ-მა, რომელსაც საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა სურდა, თავად მიიღო უკრაინის შემდეგ მეორე ფრონტი ისრაელში! და კიდევ იმიტომ, რომ საქართველოში, უკრაინისგან განსხვავებით, არ დაუშვეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის შეურაცხყოფა, თუმცა ეს უკვე 20 წელია სწყურიათ მოღალატეებს - ლიბერტარიან გლობალისტებს რადიკალური ოპოზიციიდან, ომბუდსმენის ოფისიდან, ფრანკლინის კლუბიდან, კანვას-საქართველოდან და უცხოური აგენტებით დაკომპლექტებულ სხვა დივერსიული ორგანიზაციებიდან.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 21 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი