საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საანგარიშო მოხსენებით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტში განაცხადა, საქართველოში შეიქმნა გეგმა რეგიონში ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში.
„საქართველოს ეშინია კონფლიქტის, ერთი მხრივ, აშშ-ს, ისრაელსა და მეორე მხრივ - ირანს შორის. ყველა შიშობს, რომ ისრაელსა და ირანს შორის შეტაკება დაიწყება, რომელშიც ვაშინგტონი ჩაერევა. ეს ყველაფერი, შესაძლოა, ბირთვული აფეთქების საფთხესაც შეიცავდეს, თუ ვინმეს ნერვები უმტყუნებს. ამავე დროს, პაკისტანი იმუქრება ისრაელის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებით, ხოლო ისრაელს აქვს კონცეფცია: ”ჩვენ არ გვაქვს ბირთვული იარაღი, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მას გამოვიყენებთ”, - განუცხადა 20 ოქტომბერს გლობალიზაციის პრობლემების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჭაჭიამ ინტერნეტ-გამოცემა „Absatz“-ს.