პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: აშშ-ის ომი რუსეთის წინააღმდეგ აღმოსავლეთის წინააღმდეგ დასავლეთის ომში გადაიზარდა

   ით დასრულდება სამი ომი - უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, ამიერკავკასიაში? რა ბედი ეწევა საქართველოს, შეძლებს თუ არა ის ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას?

   საქართველოში ებრაელები ყოველთვის დამსახურებულად ითვლებოდნენ ყველაზე ჭკვიან ერად, ისინი მშვიდობიანად ხარობენ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც ცხოვრობენ, და მხოლოდ აღთქმულ ქვეყანაში, სადაც იესო ჯვარს აცვეს, ომობენ („ისრაელი“ ივრიტზე ישראל ნიშნავს "ღმერთთან მეომარს").

   ამერიკამ მოახერხა ჭკვიანი ებრაელების მოტყუება, რათა გამოეყენებინა ისრაელი როგორც პლაცდარმი ნავთობით მდიდარ აღმოსავლეთში, გამოეყენებინა ისრაელის არმია ურჩი სახელმწიფოების, განსაკუთრებით - რუსეთის მოკავშირე სირიისა და ირანის წინააღმდეგ. ასევე, ამერიკამ მოახერხა ქართველების მოტყუება, რათა საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა სამხრეთ კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმად გამოეყენებინა. ზუსტად ასევე ამერიკამ მოახერხა სომხების მოტყუება, რათა გაეძევებინა რუსული სამხედრო ბაზები სომხეთიდან - ისევე, როგორც საქართველოდან გააძევა, და გამოეყენებინა სომხეთის ტერიტორია პლაცდარმად ირანის წინააღმდეგ. ამერიკამ იოლად მოატყუა უკრაინელები - მისცა იარაღი და რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნა. მაგრამ რაკიღა შეერთებულმა შტატებმა შექმნა ასოცირებული ტრიო „უკრაინა – მოლდოვა – საქართველო“, ომი გათვალისწინებულიმოლდოვაშიც და საქართველოშიც, მოლდოველების მოტყუება რთული არ იყო, მაგრამ ქართველებთან ეს მეორედ არ გამოუვიდა.

   ასე რომ, ებრაელთა ჭკუის მიუხედავად, მათი მოტყუებაც მოხერხდა უნიფიცირებული ფორმულით "იპოვე მოღალატე" (აშშ იყენებს სტანდარტულ მეთოდებს, რომლებიც, მიუხედავად მათი პრიმიტიულობისა, უმეტეს შემთხვევაში მუშაობს). ისრაელში ამერიკამ იპოვა ნეთანიაჰუ - ჭკვიან ებრაელებს პრემიერ-მინისტრად კორუმპირებული ჩინოვნიკი ჰყავთ, რომელიც რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს; საქართველოში იპოვეს სააკაშვილი, სომხეთში - ფაშინიანი, უკრაინაში - ზელენსკი, მოლდოვაში კი სანდუ.

საქართველოს ახალ ხელისუფლებაში ამერიკამ ვერ იპოვა სამშობლოს გასაყიდად მზადმყოფი მოღალატე, ამიტომ საქართველოში ის შეეცდება ხელისუფლების შეცვლას ოპოზიციით, რომელიც მთლიანად მოღალატეებისა და მარიონეტებისგან შედგება.

რადიკალურმა ოპოზიციამ არაერთხელ სცადა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების განხორციელება, მაგრამ ვერ შეძლო - ელექტორატი მცირე და პასიურია, ლიდერები დისკრედიტებული და არაადეკვატური, ქართველ ხალხს კი სურს რუსეთთან მეგობრობა და გულზე არ ეხატება ევროკავშირი, ნატო და აშშ. დღეს მოღალატე ოპოზიციამ დაიწყო პროვოკაციული ჭორების გავრცელება - თითქოსდა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მის მიერვე უწინ შექმნილი პრორუსული „ქართული ოცნების“ საპირწონედ, ქმნის „მესამე ძალას“ - პროევროპულს, ამჟამინდელი პრეზიდენტი ზურაბიშვილისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გახარიას ხელმძღვანელობით“. მტკიცებულებად დასახელებულია ის ფაქტი, რომ უზრდელი სალომე მილიარდერს ერთი სიტყვითაც არ შეხებია.

ზურაბიშვილის ტანდემი გახარიათან შეიძლება შედგეს, მაგრამ ეს იმიტომ, რომ არაპოპულარულ ზურაბიშვილს არ ჰყავს საკუთარი პარტია და რადიკალური ოპოზიციის ლიდერშიპში საგზურად შესაძლოა სააკაშვილის შეწყალება გამოადგეს, ხოლო როცა ეს „ხეროი“ გათავისუფლდება, პოლიტიკურ ბრძოლასაქართველოში „მეორე სუნთქვა“ გაეხსნება! და თუ მოღალატეებმოახერხებენ თუნდაც კოალიციური მთავრობის შექმნას, მისი პირველი დეკრეტი "რუსეთთან ომის გამოცხადების შესახებ" დეკრეტი იქნება.

სომხეთში ომი არ იქნება - ყარაბაღის ჩაბარების შემდეგ ფაშინიანმა ხელი მოაწერა სიუნიქის ოლქის დათმობასაც, სადაც ზანგეზურის დერეფანი გაივლის, სომხეთი დღეს 2008 წლის საქართველოა.

   ომები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ჩაქრება, როცა ამერიკული იარაღის და ფულის მიწოდება შეწყდება, ან როცა რუსეთი სერიოზულ სარაკეტო დარტყმებს განახორციელებს. ამერიკა შეწყვეტს შეიარაღებისა და ფინანსური დახმარების მიწოდებას, როდესაც ამერიკელი ხალხი ქუჩაში გამოვა - როგორც მაშინ, პოლიციელის მიერ გაგუდული აფროამერიკელის გამო. დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი გახდა მთელი მსოფლიოდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანისა და აშშ-ს ბიუჯეტის დაზოგვის ლოზუნგით, ასევე რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების დაპირებით. საპროტესტო მიტინგები აშშ-სა და საფრანგეთში, ესპანეთსა და საბერძნეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და აღმოსავლეთის ქვეყნებში მთავრობებს აიძულებს კაპიტულაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში დასავლეთს ტერაქტების ტალღწალეკავს! 4 ათასი ამერიკელი საზღვაო ქვეითი და 5 ავიამზიდი, საუკეთესო შემთხვევაში, უკან დაიხევენ ერთი გასროლის გარეშე (ის, ვინც გაისვრის, სამუდამოდ დარჩება, ოღონდ - ზღვის ფსკერზე, თევზების ლუკმად...). ისრაელი იძულებული იქნება აღიაროს პალესტინის სახელმწიფო თავისი დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში, რომლის ქრისტიანული სალოცავები ეკუთვნის არა ისრაელსა და პალესტინას, არამედ მთელმსოფლიომორწმუნეებს.

   დღეს ყველაზე ჭკვიანი ებრაელები კი არა, თურქეთის - ნატოს წევრი ქვეყნის პრეზიდენტი ერდოღანია, რომელიც, მიუხედავად ამისა, მიემხრო ერთმორწმუნეებს, და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი, რომელმაც, ერთი მხრივ, გამოიყენა თურქეთის, ანუ ნატოს პოტენციალი, ხოლო მეორე მხრივ - დიპლომატია რუსეთთან ურთიერთობაში, რის შედეგადაც აზერბაიჯანმა არა მხოლოდ აღდგინა ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, არამედ სარგებლობაში მიიღებს სომხეთის ტერიტორიის ნაწილსაც (ორპირმა დასავლეთმა სიტყვიერად დაუჭირმხარი სომხეთს ყარაბაღში, მაგრამ სინამდვილეში „მწვანე შუქი“ უნთო ნატოს წევრ თურქეთს).

   ყველაზე სულელი კი აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენია, რადგან ყოველდღე ზრდის რუსეთისა და პუტინის ისედაც მაღალ ავტორიტეტს აღმოსავლეთში, რომლის დათრგუნვაც სურს...

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 19 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი