„მას შემდეგ, რაც ერთმა ჟანგიანმა ბულდოზერმა გაარღვია მსოფლიოში ყველაზე მაღალტექნოლოგიურად დაცული საზღვარი და ყაჩაღთა ხროვამ მოტოციკლებზე და პიკაპებზე მოახდინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმიის პარალიზება, რომელიც შეიარაღებულია სუპერთანამედროვე იარაღით - მარტო ვარსკვლავურ ომებზე ბლოკბასტერებში თუ ნახავთ; მას შემდეგ, რაც კანალიზაციის მილებისდან დამზადებულმა ხელნაკეთმა რაკეტებმა გაარღვიეს ქვეყნის თავდაცვა, რომელსაც მსოფლიოში ერთადერთი უნიკალური საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათი” იცავს; მას შემდეგ, რაც უწიგნური ფანატიკოსების ჯგრომ - ავიაციის, არტილერიისა და ფლოტის გარეშე, მხოლოდ თავიანთი რწმენით შეიარაღებულმა, რომელიც სამოთხეს ჰპირდება ყველას, ვინც ურწმუნოს ანადგურებს! - ისე დააშინა მსოფლიოში ნომერ პირველი ბირთვული ზესახელმწიფო, რომ მან მათ წინააღმდეგ ორი ატომური ავიამზიდი გაგზავნა,
ყოველივე ამის შემდეგ, იდიოტური საუბრები NATO-ზე, “დასავლურ დემოკრატიულ ღირებულებებზე” და “ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე” უბრალოდ სირცხვილია!
ხოლო არამიანცის საავადმყოფოს მიგდებული საცხედრედან გახრწნილი გვამები, რომლებიც თბილისში ჰაერს წამლავენ და საკუთარ თავს პოლიტიკურ ოპოზიციას უწოდებენ, საბოლოოდ ჯოჯოხეთში გადაიჩეხნენ იმ ჭიან ტელეკომპანიასთან ერთად, ამ იდიოტების ამაზრზენ სიფათებს ყოველდღე რომ გვაჩვენებს!”, - წერს საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი თავის Facebook-გვერდზე.