აქტუალური
10 წელში საქართველოს მოქალაქეობა 43 ათასმა პირმა დაკარგა

 საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს 43,488 პირს ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქის სტატუსი - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მიერ პარლამენტში გაგზავნილი წერილობითი პასუხიდან ირკვევა. მინისტრს ამ კითხვით პარლამენტის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა მიმართა.

როგორც იუსტიციის სამინისტროდან მიღებული პასუხიდან ირკვევა, 43 ათას შემთხვევას შორის ნახევარზე მეტს - 25 ათას ადამიანს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა იმიტომ, რომ მიიღო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა.

იუსტიციის სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტ - 19 ათას ადამიანს მოქალაქეობა შეუწყდა 2013 წელს, ხოლო ყველაზე ცოტა ადამიანს - 680 პირს 2020 წელს.