აქტუალური
საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 13 სექტემბერს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, 2023 წლის იანვარი-სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16.6%-ით გაიზარდა და 15,919.5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
საქსტატის ცნობით, საქართველოდან ექსპორტი 12.7%-ით გაიზარდა და 4,607.2 მლნ აშშ დოლარი გახდა. ამავდროულად, იმპორტი 18.3%-ით გაიზარდა და 11,312.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 6,705,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.1%-ია.
„საქსტატი“ საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 19 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.