პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: კონფლიქტები უკრაინაში, ამიერკავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში - ერთი სარეჟისორო კოლექტივის სცენარია

    ომი უკრაინაში და კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში: არის თუ არა რაიმე საერთო ამ ტრაგიკულ მოვლენებს შორის, გარდა იმისა, რომ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და მილიონობით ლტოლვილად იქცა?“ – NEWS FRONT-ის კითხვებზე პასუხის გაცემისას საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა გაუზიარა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომელიც საშუალებას იძლევა ცოტა განსხვავებულად შევხედოთ მიმდინარე მოვლენებს.

- ეს არის ერთი სარეჟისორო კოლექტივის სცენარი. ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ვირჯინიის შტატი, რომლის ფერფაქსის ოლქში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) შტაბ-ბინა მდებარეობს, ხოლო არლინგტონის ოლქში - პენტაგონის შტაბ-ბინა. ჰოდა, ამ შტაბ-ბინებში მუშაობენ ანალიტიკოსები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონისთვის სცენარის განსხვავებულ ვარიანტებს იგონებენ. დავამატებდი სამხრეთ კავკასია, სადაც საქართველოს პროვოცირება რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებისკენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არ გამოვიდა (ოპერაცია კოდური სახელწოდებით „მეორე ფრონტი“), სამაგიეროდ, გამოვიდა აზერბაიჯანის ბლიცკრიგი ყარაბაღში, რომელიც გაგრძელდება. პრეზიდენტი ალიევი, რომელმაც იგრძნო, რომ აშშ, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი და თურქეთი, პრემიერ-მინისტრი ფაშინიანის მეშვეობით, მხარს უბამენ აზერბაიჯანს საკუთარი მიზნებისთვის (რუსეთის განდევნა სამხრეთ კავკასიიდან, ნატოს გაფართოება, ირანის წინააღმდეგ პლაცდარმის ათვისება, წვდომა სასმელი წყლის მარაგებზე სომხეთში), ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს და საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

- თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ აზერბაიჯანს შეუძლია ჯარის შეყვანა სომხეთის სიუნიქის ოლქში, რომელიც აზერბაიჯანს მისი ექსკლავისგან - ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკისგან ჰყოფს. გასულ კვირას კი სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გააფრთხილა ამერიკელი კონგრესმენები, რომ უახლოეს კვირებში აზერბაიჯანი სავარაუდოდ შეიჭრება სომხეთში და კონკრეტულად სიუნიქის ოლქში...

- არ მგონია, რომ აზერბაიჯანი სომხეთს შეებრძოლოს და სიუნიქის ოლქი დაიპყროს. აზერბაიჯანი, სავარაუდოდ, გაიყვანს ზანგეზურის დერეფანს ნახიჩევანამდე, რადგან სომხეთის გვერდის ავლით მარშრუტს სომხეთის პარტნიორი ირანის გავლით ბაქო არასაიმედოდ მიიჩნევს. ხოლო რადგან შეერთებულმა შტატებმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ეს მოხდება, ესე იგი ის ხელს უწყობს მოვლენების ასეთ განვითარებას. უყურეთ - აშშ-ის მარიონეტმა სააკაშვილმა განდევნა რუსული ბაზები საქართველოდან და ცხინვალის რეგიონში ჰოლივუდური ბლოკბასტერი ბატალური სცენებით მოაწყო, რათა საქართველოსთვის ჩამოეშორებინა პრორუსული რეგიონები. შემდეგ აშშ-ის მარიონეტს ფაშინიანს დაევალა სომხეთიდან სამხრეთ კავკასიაში უკანასკნელი რუსული ბაზის გაძევება, რისთვისაც მან ჯერ ყარაბაღი ჩააბარა, ახლა კი სიუნიქსაც დათმობს, რის შემდეგაც სომხებს, ჩემ მიერ ნახსენები ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, არანაირი მიზეზი აღარ დარჩებათ, თავის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზა ჰქონდეთ. ამიტომაც ფაშინიანს ბიშკეკში დსთ-ის ქვეყნების სამიტზე ჩასვლის პირი არ ჰქონდა, ამიტომაც თქვა უარი საქართველოს შუამავლობაზე! როდესაც უცხოელი კოლეგები მეკითხებიან, რატომ მიმაჩნია საქართველო მსოფლიოში ერთადერთ შუამავლად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მე ვპასუხობ, რომ ქართველი ხალხი შედგება ქართველებისგან, სომხებისა და აზერბაიჯანელებისგან, სამხრეთ კავკასია კი - საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისგან. ამიტომ ამ სამმა ერმა მეგობრულად უნდა იცხოვროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრებათ. განა კატასტროფა არ არის, როცა ყარაბაღსა და ნახიჩევანში ასობით სომხური ეკლესია დაანგრიეს, განა ჰუმანიტარული კატასტროფა არ არის, როცა სამხრეთ კავკასიაში ასიათასობით ლტოლვილია - ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, რა მნიშვნელობაა?!

რაც შეეხება დერეფანს: ზანგეზურის დერეფანი სომხეთ-ირანის საზღვრის სომხურ მხარეს გაივლის, ეს 40 კმ-ია მდინარე არაქსის პარალელურად, მაგრამ ერთ წერტილში გადაიკვეთება მეღრის სასაზღვრო პუნქტთან - ეს ერთადერთი ხიდია სომხეთსა და ირანს შორის, თუ არ ჩავთვლით იქვე გამავალ ირან-სომხეთის გაზსადენს. ამრიგად, მივიღებთ სიუნიქის გზაჯვარედინს, სადაც ზანგეზურის დერეფანი, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანს ნახიჩევანსა და თურქეთთან, ასევე რუსეთს - თურქეთთან, კვეთს მეგრის დერეფანს, რომელიც სომხეთს ირანთან აკავშირებს. იმის გამოსაცნობად, თუ ამ ორი დერეფნიდან რომელი აღმოჩნდება უფრო პრიორიტეტული, თუ ალექსანდრე ნეველის ორდენოსანი 102-ე რუსული სამხედრო ბაზა გიუმრსა და ერევანს დატოვებს, ანალიტიკოსობა არ არის საჭირო. ზანგეზურის დერეფნის გავლით დასავლეთი და თურქეთი მიიღებენ წვდომას კასპიის ზღვასა და შუა აზიის რესპუბლიკებზე, ხოლო სომხეთი ფორსმაჟორის შემთხვევაში ირანისგან იზოლაციაში აღმოჩნდება.

- ყარაბაღის კონფლიქტის დასრულებისთანავე თქვენ აღინიშნეთ ისრაელის როლი აზერბაიჯანის გამარჯვებაში. გასულ კვირას კი ფრანგულმა გამოცემა Intelligence Online-მა განაცხადა, რომ ისრაელის მხარდაჭერათურქეთზე მეტად იყო გადამწყვეტი აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ 19-20 სექტემბერს განხორციელებული ოპერაციის წარმატებაში“.

- დიახ, ისრაელის თავდაცვის მინისტრი ეიალ ზამირი ეწვია ბაქოს იერიშამდე რამდენიმე დღით ადრე, ხოლო ისრაელის ექსპერტები „მოსადის“ სადაზვერვო სამსახურისა და რადიოელექტრონული დაზვერვით დაკავებული ისრაელის სამხედრო დაზვერვა „ამანის“ „ქვედანაყოფი 8200“-დან, ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე ეწვივნენ აზერბაიჯანს. სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე მკვეთრად გაიზარდა აზერბაიჯანში შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის, კერძოდ - უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება ისრაელის კომპანიების Israel Aerospace Industries (IAI), Rafael Advanced Defense Systems-ისა და Israel Military Industries (IMI)-ის მხრიდან. ბოლო ორი თვის განმავლობაში დამკვირვებლებმა დააფიქსირეს 15 აზერბაიჯანული სატვირთო თვითმფრინავის დაშვება ისრაელის ოვდას სამხედრო ავიაბაზაზე ნეგევის უდაბნოში - ერთადერთ აეროპორტში, საიდანაც შესაძლებელია ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანა. საერთო ჯამში, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ამ ავიაბაზაზე 92 აზერბაიჯანული სატვირთო თვითმფრინავი დაეშვა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ისრაელმა აზერბაიჯანს 10 მილიარდი დოლარის სამხედრო ტექნიკა მიჰყიდა. სანაცვლოდ, ისრაელი იძენდა აზერბაიჯანულ ნავთობს და იყენებდა ქვეყნის ტერიტორიას ირანის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების ცენტრად. როგორ ფიქრობთ, ირანმა არ იცოდა ამის შესახებ?! ამიტომ ისრაელი მეტისმეტად არ უნდა აღშფოთდეს, რომ ირანი „ჰამასს“ ეხმარებოდა!

- და როცა თქვით, რომ თურქეთი დაჟინებით მოითხოვს უკრაინასთან მარცვლეულის გარიგების განახლებას, რადგან მარცვლეულის საფარქვეშ ახორციელებს იარაღის გატანას, რას გულისხმობდით?

- რა თქმა უნდა, არა იმას, რომ პრეზიდენტ ერდოღანს ძალიან აწუხებს აფრიკაში მშიერი ხალხის ბედი! შემოსული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად, მათ შორის - ღია წყაროებიდან, იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი, რუსეთის მუქარის მიუხედავად, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ახორციელებდა თავისი გემებით და ასევე ახორციელებდა ყველა გემის თანხლებას, რომლებიც სხვა ქვეყნებში მიემართებოდნენ, დავასკვენი, რომ მარცვლეულისთვის განკუთვნილი მშრალი ტვირთის უზარმაზარ გემებში, მარცვლეულში, შეიძლება ყოფილიყო დამალული „ჯაველინები“ და უფრო დიდი ამერიკული იარაღიც, რომელიც უკრაინას აშშ-დან მიეწოდება. ანუ, თურქეთი ფარულად ყიდულობდა ამერიკულ იარაღს კორუმპირებული უკრაინელი სამხედროებისგან და მიჰყიდდა „ჰამასს“ ადგილზე მიწოდებით! ამის შესახებ იცოდნენ ჩემ მიერ ნახსენებმა ამერიკელმა ანალიტიკოსებმა, რომლებმაც ისრაელში ჰოლივუდის შოუ მოაწყვეს ფეიერვერკითა და ტერორისტებით! ხოლო ამ სცენარში რომ არავინ ჩარეულიყო, შეერთებულმა შტატებმა თავისი ავიამზიდები ხმელთაშუა ზღვაში გაგზავნა. პალესტინას არ ჰყავს ავიაცია და ფლოტი, ხოლო აშშ-ს არ ჰყავს ჯარისკაცები, რომლებსაც შეუძლიათ მოუგონ სახმელეთო ოპერაცია ნებისმიერ ისლამურ დაჯგუფებას! სწორედ ამიტომ აშშ-მა ძლივს გაასწრო ავღანეთიდან და არა იმიტომ, რომ აშშ-მა იზრუნა საკუთარ ჯარისკაცებზე, ან მოინანია ომები მთელს მსოფლიოში! საინტერესოა, როცა უკრაინაში ებრაელებს ხოცავდნენ და ოდესის პროფკავშირების სასახლეში ხალხს ცოცხლად წვავდნენ, რატომ არ გაგზავნა აშშ-მა ავიამზიდები შავ ზღვაში უკრაინელი ნაცისტების ასალაგმავად?! რატომ არ დაიცვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინაში ებრაელები, როგორც დღეს ებრაელი ბლინკენი დაქრის ახლო აღმოსავლეთში და ევედრება, არ ჩაერიონ ისრაელის ებრაელების წინააღმდეგ კონფლიქტში?!

და საერთოდ, რატომ არ სცემს პატივს აშშ ხელშეკრულებებს? უკრაინის თაობაზე მინსკის შეთანხმებები რომ შესრულებულიყო, ანუ დონბასში სამართლიანი არჩევნები ჩატარებულიყო, ომი არ იქნებოდა! გაეროს გადაწყვეტილება რომ შესრულებულიყო და შექმნილიყო პალესტინას სახელმწიფო დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში, მაშინ მშვიდობა დაისადგურებდა იუდეველთა მიწებზე! მაგრამ ხელსაყრელია კი ამერიკისთვის მშვიდობა უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, საქართველოში, სომხეთში?! არა, ამიტომ აშშ ფარულად მონაწილეობდა „ალ-ქაიდას“ და „ჯაბჰათ ალ-ნუსრას“, „ისლამური სახელმწიფოს“, „თალიბანის“, „ჰეზბოლას“, „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ შექმნაში, რათა შემდეგ ეომა მათთან და შექმნილ ქაოსში უფრო იოლად ემართა ახლო აღმოსავლეთში! და მიუხედავად იმისა, რომ ეს გასამხედროებული ისლამისტური ორგანიზაციები ტერორისტულად ითვლება, ისინი მეტ-ნაკლებად ასრულებენ მმართველი პოლიტიკური პარტიებისა და სახელმწიფო ხელისუფლების ფუნქციებს - ფაქტი, რომელსაც ვერ გაექცევი.

მაგრამ აშშ-ს როგორც მშვიდობა არ აძლევს ხელს, ასევე არ აწყობს გლობალური ომიც ირანის, რუსეთისა ან ჩინეთის მონაწილეობით, აშშ-ის ამოცანაა სიტუაციის შენარჩუნება პერმანენტული კონფლიქტებისა და ზავების დონეზე დიდი ფულის შოვნის მიზნით! ამიტომ დღეს აშშ ჩქარობს განაცხადოს, რომ ვერ აღმოაჩინა რაიმე ფაქტი ირანის მიერ „ჰამასის“ დახმარების შესახებ, თუმცა შესანიშნავად იცის, რომ ძალიანაც ეხმარებოდა! როგორც კი ირანი გადაკეტავს ორმუზის სრუტეს - ქვემეხს დააყენებს ნაპირზე, ან ჩაძირავს ნებისმიერ ჟანგიან გემს ფარვატერში - ნავთობის ფასი ცაში ავარდება, რითაც რუსეთი ფანტასტიკურ სარგებელს მიიღებს! ასე იბრძვის აშშ უკრაინაში უკრაინელების ხელით, ისრაელში - ებრაელების, კავკასიაში ქართველების, აზერბაიჯანელების და სომხების ხელით, რის გამოც ახლო აღმოსავლეთში პატივს სცემენ რუსეთს და სძულთ აშშ. და თუ, ბლინკენის მცდელობის მიუხედავად, მთელი ისლამური ახლო აღმოსავლეთი პალესტინის მხარეს დადგება, გადასახლება მოუწევს ისრაელს. საუკეთესო ვარიანტია უკრაინა, საიდანაც 20 მილიონი ადამიანი გაიქცა. იქნებ უკრაინაში დაბრუნებულმა 10-მა მილიონმა ებრაელმა შეძლოს უკრაინული ნაციზმის საბოლოოდ აღმოფხვრა? თუ არსებობს ახალი ათონი, რატომ არ შეიძლება არსებობდეს ახალი აღთქმული მიწა?

თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ რატომღაც ბოლო დროის ყველა კონფლიქტი ხდება იქ, სადაც მთავარი ქრისტიანული სალოცავები მდებარეობს - იუდეაში, საქართველოში - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პირველი წილხვედრში, უკრაინაში, სადაც კიევ-პეჩორის ლავრა მდებარეობს.

ესაუბრა მაია ჯავახიშვილი - სპეციალურად NEWS FRONT-ისთვის

2023 წლის 15 ოქტომბერი