უცხოეთი
მედია - ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა - თვითმფრინავი, რომლითაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიაში მიემგზავრებოდა, თეირანში დაბრუნდა

 საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. ისრაელი სირიის დედაქალაქ დამასკოსა და ქალაქ ალეპოს აეროპორტებს დაესხა თავს, - ინფორმაციას სირიის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარაკეტო თავდასხმამ აეროპორტების დასაჯდომ-ასაფრენი ბილიკები დააზიანა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმების საპასუხოდ სირიის საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი, რომლითაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი სირიაში მიემგზავრებოდა, დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე ისრაელის თავდაცვის ძალების თავდასხმის გამო, იძულებული გახდა თეირანში დაბრუნებულიყო.

interpressnews.ge