პოლიტიკა
საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა უნგრეთისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნები.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ვიქტორ ორბანის პირისპირ შეხვედრა.
ასევე, ვიზიტის ფარგლებში შედგება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. გარდა ამისა, საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს გუშინ ეწვია. უნგრეთის პრემიერი თბილისში მეუღლესთან, ანიკო ლევაისთან ერთად ჩამოვიდა.