პოლიტიკა
ვლადიმერ პუტინი: ისრაელში სიტუაციის ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოლიტიკის ჩავარდნაა

 საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ისრაელში სიტუაციის ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოლიტიკის ჩავარდნაა.

რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში სიტუაციის დაძაბვის გამო.

„უკრაინული კრიზისიც გრძელდება და, სამწუხაროდ, ვხედავთ სიტუაციის მკვეთ ესკალაციას ახლო აღმოსავლეთში. ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ ეს არის ახალო აღმოსავლეთში აშშ-ის პოლიტიკის ჩავარდნის თვალსაჩინო მაგალითი. აშშ ცდილობდა კონფლიქტის დარეგულირების მონოპოლიზაციას, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ადარდებს ისეთი კომპრომისების პოვნა, რომლებიც ორივე მხარისთვის იქნებოდა მისაღები. პირიქით, ცდილობდა წინ წაეწია ის საკუთარი წარმოდგენებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი და თან ზეწოლას ახდენდა ორივე მხარეზე“, – განაცხადა პუტინმა.

მან ასევე თქვა, რომ აუცილებლობად მიაჩნია გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების რეალიზაცია, რაც პალესტინის სახელმწიფოს შექმნას გულისხმობს.